Thursday, April 25, 2013

ქართული არქეოლოგიური ძეგლები





კინტრიშის ნამოსახლარები (ხუცუბანი,ქობულეთი)

აღმოაჩინა
არქეოლოგმა ი. გრძელიშვილმა
აღმოჩენის თარიღი
1959 წ.
შეისწავლა
1960-1962 წწ. საქართველოს შავიზღვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ
 (ნ. ბერძენიშვილის ხელმ.).
 1967-1974 წ. მუშაობა გააგრძელა ბათუმის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიური ქსპედიციიის ქვის ხანის შემსწავლელმა რაზმმა ( ს. გოგიტიძის ხელმ.).
მდებარეობა
სოფლების ქობულეთისა და ხუცუბანის საზღვარზე მდ. კინტრიშის მარჯვენა ნაპირის დაახლოებით 5მ. სიმაღლის ტერასაზე.
აღმოჩენილი ნივთები
5261 ერთ. იარაღების უმრავლეოსობა ლამელებზეა ნაკეთები.
პრიზმისებური, კონუსებური, ფანქრისებური ნუკლეუსები. სწორწახნაგა, დანისებური, გვერდრეტუშირებული ლამ.ცალმხრივი,ორმხრივი და თავრეტუშირებული საჭრისები, მომრგვალო, ოვალური მაღლი, ორმაგია, ამოღარული,თავირიბ და თავსწორეტუშირებული საფხეკები. სახვრეტები, დანები,
სამკელი დანები. რიყის იარაღები: შურდულის ქვა, საწაფი.
ხოლო ქობულეთში მხოლოდ შურდულის ქვები.

შენიშვნა:
ქობულეთის ნამოსახლარის უძრავ კულტურულ ფენაში ნაპოვნი იყო ბოძების საყრდენი ორმოები, მათი განლაგების საფუძველზე იქმნება აზრი, რომ აქ საცხოვრებელ ნაგებობას ოთხკუთხა ფორმა უნდა ჰქონოდა.
კინტრიშის ნამოსახლარების ქვის დამუშავების ტექნიკისა და იარაღების ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ძეგლები დიდ სიახლოვეს იჩენენენ გვიანმეზოლითურ კომპლექსებთან და თავისი ფესვებით მჭიდროდ უკავშირდებიან მათ. ძეგლების შედარება ცხადყოფს, რომ კინტრიშს ნამოსახლარებს შუალედური ადგილი უჭირავს გვიანმეზოლითურსა და ადრენეოლითურ კომპლექსებს შორის.
გამოყენებული ლიტერატურა
საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  228,229.
     



მელოურის ნამოსახლარი

აღმოაჩინა
მხარეთმცოდნეებმა ო.კინწურაშვილის ხელმძღვანელობით

აღმოჩენის თარიღი
1976წ.
შეისწავლა
1977- 1982 წწ.  არეოლოგიურმა  ექსპედიციამ   (ხელმძღვანელი. კ. კალანდაძე,  ლ. ნებიერიძე) აღმოაჩინეს  უძრავი კულტურული ფენა განამარხებული ჰუმუსი.
მდებარეობა
წყალტუბოს ჩრდილოეთით დაახლოებით 15კმ.მანძილზე მდ.სემისწყლის (გუბისწყლის შენაკადი), მარცხენა, საკმაოდ მაღალ, პლატოსმაგვარ ტერასაზე, ზღვის დონიდან 350 მ. სიმაღლეზე.
აღმოჩენილი ნივთები
მიკროიარაღები: დაკბილული იარაღები,
საჭრისები,დანები,სახოკები,ასტამისებური სათლელ- სატეხისებური იარაღები.
რიყის ქვის: ულები,სატეხები,სატლელები,ჩაქუჩები,სალესები.
დიდი რაოდენობით არის წარმოდეგნილი წარმოების ნარჩენები -ნუკლეუსები,ანატკეც-ანამტვრევები, კაჭრები, ნახევარფაბრიკატები, დაზიანებული იარაღები.
გამოყენებული ტექნიკა
მიკროლითური ტექნიკა
შენიშვნა:
იარაღების დასამზადებლად ძირითადად კაჟი და რიყის ქვა იყო გამოყენებული. იშვიათად ხმარობდენენ ობსიდიანს. კერამიკა ნამოსახლარზე აღმოჩენილი არ იყო.
წარმოების ნარჩენების სიმრავლე  მოწმობს, რომ იარაღების დასამზადებელი სახელოსნო ნამოასხლარის ტერიტორიაზე ყოფილა.
მასალის შედარებით -ტიპოლოგიური შესწავლა მოწმობს, რომ მელოურის კომპლექსი მიეკუთვნება ანასეულის 1 ტიპისა და ადრენეოლითური ნამოსახლარის რიცხვს.
გამოყენებული ლიტერატურა
საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  234, 235.






ჩხორთოლის  ნამოსახლარი
აღმოაჩინა

საქართველოს შავიზღვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხლემძღ. ნ. ბერძენიშვილი, კ.კალანდაძე).

აღმოჩენის თარიღი
1971წ.
შეისწავლა
1971-1977წწ. საქართველოს შავიზღვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხლემძღ. ნ. ბერძენიშვილი, კ.კალანდაძე).
მდებარეობა
ქ. გალის ჩრდილო - დასავლეთით ოციოდე კმ-ზე, მაღალ, უნაგირისებურნზეგანზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მ.
აღმოჩენილი ნივთები
კაჭრები,ანამტვვრევები, ანატკეცები,რეტუშიანი , ურეტუშო , თავმოღრული და გვერდამოღარული ლამელები.საფხეკები,
საჭრისები,სეგმენტები და ტრაპეციები, დაკბილული არაღები,
შუბისპირი,ისრისპირი,ხოწები,შალაშინები,სათლელები.
რიყის ქვის იარაღბი:ცულები, სასრეს-სანაყები,ხელჩაქუჩები,
სახეხ-საპრიალებლები,ხელსაფქვავის რაგმენტგები.საწაფები,
მიწის საჩიჩქნი,თოხისებრი იარაღი,შურდულის ქვები,
სალესები,საჩეხები,ბადროსებრი ქვები,ამოღარული (ორმხრივამოღრული)ქვები.
შენიშვნა:
 ნამოსახლარზე აღმოჩენილი იყო მრავალგეგმიანი საცხოვრებლის იატაკი, კერები, სამეურნეო ორმოები, რიყის ქვებით შემოწყობილი ბოძების საყრდენი ღრმულები და ნაცროვან ფენაში ჩართული ძვლოვანი მასალა.
იარაღები ძირითადად კაჟისა და რიყის ქვისაგანაა დამზადებული, იშვიატად გვხვდება ობსიდიანის, არგილიტისა და ბაზალტისაგან ნაკეთები ცალებიც.
გამოყენებული ლიტერატურა
საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  256,257



გალი -1    ნამოსახლარი
აღმოაჩინა
აღმოჩენის თარიღი
1973წ.
შეისწავლა
1974 -  1977წ წ.  არეოლოგიურმა  ექსპედიციამ   
ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით
მდებარეობა
ქ. გალის ჩრდილოეთით  სოფ. გალში. მშრალი ხევის ჭუბურწყარის მარცხ. ნაპ. ტერასაზე.
აღმოჩენილი ნივთები
11578 ერთ.კონუსური ნუკლეუსები,თავირიბ და თავმოღარული ლამელები, რიყის ქვა: ცულები,
სახეხები, ხელსაფქვავის ქვა,შურდულის ქვა,
ორმხრივ ამოღარული იარაღი.
გამოყენებული ტექნიკა
ლამელური ტექ. გეომეტრიული მიკროლითური ტექნიკა.
გამოყენებული ლიტარატურა

საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),   246-247.