არქეოლოგიური ძეგლები

გალი -1    ნამოსახლარი

აღმოაჩინა    გ ხუბუტიამ
აღმოჩენის თარიღი    1973წ.
შეისწავლა    1974 -  1977წ წ.  არეოლოგიურმა  ექსპედიციამ  
ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით
მღვიმის მდებარეობა    ქ. გალის ჩრდილოეთით  სოფ. გალში. მშრალი ხევის ჭუბურწყარის მარცხ. ნაპ. ტერასაზე.

აღმოჩენილი ნივთები    11578 ერთ.კონუსური ნუკლეუსები,თავირიბ და თავმოღარული ლამელები, რიყის ქვა: ცულები,
სახეხები, ხელსაფქვავის ქვა,შურდულის ქვა,
ორმხრივ ამოღარული იარაღი.


გამოყენებული ტექნიკა    ლამელური ტექ. გეომეტრიული მიკროლითური ტექნიკა.
საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),   246-247.















მელოურის ნამოსახლარი
აღმოაჩინა    მხარეთმოდნეებმა ო.კინწურაშვილის ხელმძღვანელობით

აღმოჩენის თარიღი    1976წ.
შეისწავლა    1977- 1982 წწ.  არეოლოგიურმა  ექსპედიციამ   (ხელმძღვანელი. კ. კალანდაძე,  ლ. ნებიერიძე) აღმოაჩინეს  უძრავი კულტურული ფენა განამარხებული ჰუმუსი.
მდებარეობა    წყალტუბოს ჩრდილოეთით დაახლოებით 15კმ.მანძილზე მდ.სემისწყლის (გუბისწყლის შენაკადი), მარცხენა, საკმაოდ მაღალ, პლატოსმაგვარ ტერასაზე, ზღვის დონიდან 350 მ. სიმაღლეზე.
აღმოჩენილი ნივთები    მიკროიარაღები: დაკბილული იარაღები,
საჭრისები,დანები,სახოკები,ასტამისებური სათლელ- სატეხისებური იარაღები.
რიყის ქვის: ულები,სატეხები,სატლელები,ჩაქუჩები,სალესები.
დიდი რაოდენობით არის წარმოდეგნილი წარმოების ნარჩენები -ნუკლეუსები,ანატკეც-ანამტვრევები, კაჭრები, ნახევარფაბრიკატები, დაზიანებული იარაღები.

გამოყენებული ტექნიკა    მიკროლითური ტექნიკა

შენიშვნა:     იარაღების დასამზადებლად ძირითადად კაჟი და რიყის ქვა იყო გამოყენებული. იშვიათად ხმარობდენენ ობსიდიანს. კერამიკა ნამოსახლარზე აღმოჩენილი არ იყო.
წარმოების ნარჩენების სიმრავლე  მოწმობს, რომ იარაღების დასამზადებელი სახელოსნო ნამოასხლარის ტერიტორიაზე ყოფილა.
მასალის შედარებით -ტიპოლოგიური შესწავლა მოწმობს, რომ მელოურის კომპლექსი მიეკუთვნება ანასეულის 1 ტიპისა და ადრენეოლითური ნამოსახლარის რიცხვს.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  234, 235.



ჩხორთოლის  ნამოსხლარი
აღმოაჩინა    საქართველოს შავიზრვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხლემძღ. ნ. ბერძენიშვილი, კ.კალანდაძე).

აღმოჩენის თარიღი    1971წ.
შეისწავლა    1971-1977წწ. საქართველოს შავიზღვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხლემძღ. ნ. ბერძენიშვილი, კ.კალანდაძე).
მდებარეობა    ქ. გალის ჩრდილო - დასავლეთით ოციოდე კმ-ზე, მაღალ, უნაგირისებურნზეგანზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მ.
აღმოჩენილი ნივთები    კაჭრები,ანამტვვრევები, ანატკეცები,რეტუშიანი , ურეტუშო , თავმოღრული და გვერდამოღარული ლამელები.საფხეკები,
საჭრისები,სეგმენტები და ტრაპეციები, დაკბილული არაღები,
შუბისპირი,ისრისპირი,ხოწები,შალაშინები,სათლელები.
რიყის ქვის იარაღბი:ცულები, სასრეს-სანაყები,ხელჩაქუჩები,
სახეხ-საპრიალებლები,ხელსაფქვავის რაგმენტგები.საწაფები,
მიწის საჩიჩქნი,თოხისებრი იარაღი,შურდულის ქვები,
სალესები,საჩეხები,ბადროსებრი ქვები,ამოღარული (ორმხრივამოღრული)ქვები.
შენიშვნა:      ნამოსახლარზე აღმოჩენილი იყო მრავალგეგმიანი საცხოვრებლის იატაკი, კერები, სამეურნეო ორმოები, რიყის ქვებით შემოწყობილი ბოძების საყრდენი ღრმულები და ნაცროვან ფენაში ჩართული ძვლოვანი მასალა.
იარაღები ძირითადად კაჟისა და რიყის ქვისაგანაა დამზადებული, იშვიატად გვხვდება ობსიდიანის, არგილიტისა და ბაზალტისაგან ნაკეთები ცალებიც.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  256,257








კინტრიშის ნამოსახლარები (ხუცუბანი,ქობულეთი)

აღმოაჩინა    არქეოლოგმა ი. გრძელიშვილმა
აღმოჩენის თარიღი    1959 წ.
შეისწავლა    1960-1962 წწ. საქართველოს შავიზღვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ
 (ნ. ბერძენიშვილის ხელმ.).
 1967-1974 წ. მუშაობა გააგრძელა ბათუმის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიური ქსპედიციიის ქვის ხანის შემსწავლელმა რაზმმა ( ს. გოგიტიძის ხელმ.).
მდებარეობა    სოფლების ქობულეთისა და ხუცუბანის საზღვარზე მდ. კინტრიშის მარჯვენა ნაპირის დაახლოებით 5მ. სიმაღლის ტერასაზე.
აღმოჩენილი ნივთები    5261 ერთ. იარაღების უმრავლეოსობა ლამელებზეა ნაკეთები.
პრიზმისებური, კონუსებური, ფანქრისებური ნუკლეუსები. სწორწახნაგა, დანისებური, გვერდრეტუშირებული ლამ.ცალმხრივი,ორმხრივი და თავრეტუშირებული საჭრისები, მომრგვალო, ოვალური მაღლი, ორმაგია, ამოღარული,თავირიბ და თავსწორეტუშირებული საფხეკები. სახვრეტები, დანები,
სამკელი დანები. რიყის იარაღები: შურდულის ქვა, საწაფი.
ხოლო ქობულეთში მხოლოდ შურდულის ქვები.

შენიშვნა:     ქობულეთის ნამოსახლარის უძრავ კულტურულ ფენაში ნაპოვნი იყო ბოძების საყრდენი ორმოები, მათი განლაგების საფუძველზე იქმნება აზრი, რომ აქ საცხოვრებელ ნაგებობას ოთხკუთხა ფორმა უნდა ჰქონოდა.
კინტრიშის ნამოსახლარების ქვის დამუშავების ტექნიკისა და იარაღების ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ძეგლები დიდ სიახლოვეს იჩენენენ გვიანმეზოლითურ კომპლექსებთან და თავისი ფესვებით მჭიდროდ უკავშირდებიან მათ. ძეგლების შედარება ცხადყოფს, რომ კინტრიშს ნამოსახლარებს შუალედური ადგილი უჭირავს გვიანმეზოლითურსა და ადრენეოლითურ კომპლექსებს შორის.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  228,229.




მახვილარის ნამოსახლარი
აღმოაჩინა    ბათუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაზვერვის დროს.
აღმოჩენის თარიღი    1968წ.
შეისწავლა    ს. გოგიტიძემ 1968-1971 წწ. შეისწავლა .

მდებარეობა    ქ. ბათუმის სამხრეთ - აღმოსავლეთით, 8 კმ. დაშორებით  სოფელ მახვილაურის ბორცვზე  მდ. ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე.
აღმოჩენილი ნივთები    2000 ერთეული. ქვის ნაწარმი: ლამელები, ნუკლეუსები.
კომბინირებული იარაღები: სახოკები, დაკბილული იარაღები,
ისრისპირები, სახვრეტები, მაღალი ზურგათლილი სწორკუთხედები.
შენიშვნა:     იარაღების დასამზადებელ მასალად ძირითდ გამოყენებულია კაჟი, რიყის ქვა, ობსიდიანია, იშვიათად ბაზალტი. მახვილაურის კერამიკა ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი, რომელის მიხედვით ირკვევა, რომ ისინი ეკუთვნიან ბრტყელყურა, უყურო, პირგადაშლილი, ხელით ნაძერწი ქილისებური მოყვანილობის ჭურჭლების რიცხვს  და  შეიცავს ქვიშის მინარევებს.
 კავკასიის ნეოლითურ ძეგლებს შორის ჩხორთოლის  ნამოსხლარი დღესდღობით ყველაზე დიდია. ის სამი ჰორიზონტისგან შედგებოდა. ფენის ზედა ჰორიზონტი - ჰუმუსი დარღვეული აღმოჩნდა, ხოლო ფენის მომდევნო ორი ჰორიზონტი - მოშავო, ნიადაგი და მონაცრისფრო თიხნარი ნაწილობრივ უძრავად იყო გადარჩენილი.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  255,256








მდინარე ყვირალას ხეობის აშელური ძეგლი საქორიაზე
აღმოაჩინა და შეისწავლა    არქეოლოგმა დ.თუშაბრამიშვილმა
აღმოჩენის თარიღი    1957 წ.
მდებარეობა    სოფელ კაცხის ტერიტორიაზე მდ.ყვირალას მარჯვენა სანაპ.პლატოზე ზღვის დონიდან 700 მ. აბსოლუტურ სიმაღლეზე.
აღმოჩენილი ნივთები    2200 კაჟის ნივთი: სხვადასსხვა სახის ნუკლეუსები,ანატკეცები,სახოკები,
წვეტანები, სახვრეტისებური იარაღები, უხეში  საჩეხი იარაღი,
ხელცულები.
შენიშვნა:    მორფოლოგიური და ტიპოლოგიური  ანალიზის გზით  გამოყოფილია შედარებით არქაული იერის 2200 კაჟის იარაღი, რომელიც შუა აშელის ხანით თარიღდება.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  88,89.



მღვიმე ორთვალა კლდე
აღმოაჩინა და შეისწავლა    ყვირილის აუზის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  დ. თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1973 წ.
მდებარეობა    ჭიათურის რაიონი სოფ.დიდი  რგანის ტერიტორიაზე,  მდ. ყვირილას მარჯვენა შენაკადის მდ. ჭერულას ხეობაში.
მრვიმის აღწერილობა    მღვიმის გათხრილ ჭრილში გამოიყოფა 2.68მ. საერთო სიმძლავრის ცხრა ფენა.
აღმოჩენილი ნივთები    ნუკლეუსები, ქერცლისებრი ანატკეცები,ანამტვრევები,
არალევალუაური და ლევალუაური ლამელები, საფხეკები,
წვეტანები, საფრეკები, ნატურალურ ზურგიანი დანებით.
შენიშვნა:    ორთვალა კლდე მუსტიეში ნეანდერტალელი ადამიანის სადგომ-სახელოსნო ყოფილა.  საიარაღო მასალად გამოყენებულია ძირითდად კაჟი და კაჟოვანი კირქვა, იშვიათდ კი არგილიტი და ობსიდიანი.  იარაღების დასმზადებლად კი გამოყენებულია ძირითდად თანმიმდევარო, ქერცლისებური და საფეხუროვანი რეტუში. იარაღებს შორის წამყვანი ადგილია სახოკებს უკავიათ. ლევალუაური ნაკეთობები მცირე რაოდენობითაა. მასალა მთლიანად ტიპიური მუსტიეს არალევალუაურ, არაფიცეტირებულ ინდუსტრიას მიეკუთვნება.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  94




   
ცუცხვათის მრავალსართულიანი მღვიმე
შეისწავლა    დ. თუშაბრამიშვილმა  1970- 1971 წწ. და 1970- 1971 წწ. 

აღმოჩენის თარიღი    1970წ.
მდებარეობა    ტყიბულის რაიონი სოფ. ცუცხვათთან შაბათაღელის ხეობაში  ზღვის დონიდან  260-340 მ. სიმ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი, მურა დათვი, კეთილშობილი ირემი,
მერკის მარტორქა,გარეული ცხენი, მღვიმის ლომი,
პირველყოფილი ბიზონი, ტახი, მაჩვი, შველი, ფოცხვერი და სხვ.
გამოყენებული ტექნიკა    ქვის გაპობა-ატკეცის არალევალუაური ტექნიკა.
არაფაციტირებული ტექნიკა.
შენიშვნა:    რიონ-ყვირალას აუზის მუსტიეს ხანის ძეგლებს შორის მეტად თვისებური და განსაკუთრებული ადგილი უკავია ცუცხვათის მრავალსართულიან მღვიმეებსა და ეხების კომპლექსს ანუ ცუცხვათის მღვიმოვანს. კომპლექსი გეოლოგიური ლიტერატურაში ცნობილია 19 საუკუნიდან.1970-1971 წ. დ.თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელლბით გათხრითი სამუშაოები ჩატარდა ზედა მღვიმეშ, ბრინჯაოს, ბიზონის, დათვის მღვიმეებში და ორმაგ ეხში. ყველა მათგანში გამოვლინდა ცხოველების ძვლებისა და მუსტიეს ხანის ქვის  მასალის შემცველი კულტურული ფენები.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  95







ბრინჯაოს მღვიმე (ცუცხვათის მღვიმე)
შეისწავლა    დ. თუშაბრამიშვილმა  1970- 1971 წწ. და 1970- 1971 წწ. 

აღმოჩენის თარიღი    1970წ.
მდებარეობა    ტყიბულის რაიონი სოფ. ცუცხვათთან შაბათაღელის მარცხენა სანაპიროზე. ცუცხვათიდ მღვიმოვანის მე-5 სართულზე.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი,მურა დათვი,კეთილშობილი ირემი,
მერკის მარტორქა, გარეული ცხენი, მღვიმის ლომი,
პირველყოფილი ბიზონი, ტახი, მაჩვი, შველი, ფოცხვერი და სხვ.
აღმოჩენილი ნივთები    12-13 წლის ნეანდერტალელის კბილი. 6279 ნივთი. ლევალუაურიი და არალევალუაური ფუძიანი ნუკლეუსები,
საფხეკები, წვეტანები, საჭრისები, საფხეკები, ნატურალურ ზურგიანი დანებით.
გამოყენებული ტექნიკა    ქვის გაპობა-ატკეცის არალევალუაური ტექნიკა.
არაფაციტირებული ტექნიკა.
შენიშვნა:    ცუცხვათის ქვედაპალეოლითურ ძეგლთ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი  ბრინჯაოს მღვიმე. სადაც გამოვლინდა მუსტიეს ხანის 5 კულტურული ფენა. საიარაღო მასალად გამოყენებულია ძრითდად მონაცრისფრო კაჟი, აგრეთვე არგილიტი, ანდეზიტი, და ძალიან იშვიათად ობსიდიანი და სხვა ქანები. იარაღების უმეტესობა დამუშავებულია დაკბილული რეტუშთ, მუსტიესათვის დამახასიათებელი ანკოშებით, მიკროამოღარვით, შვერილებით და აგრეთვე, სხვადასხვა სიღმის მონაცვლეობითი  და წყვეტილი რეტუშით. გარდა ამის გამოიყენებოდა შედარებით სწორი  ქერცლისებური და პარალელური რეტუში, რომლებითაც ძირითდად სახოკები და წვეტანებია დამუშავებული.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  96







მღვიმე ეხთგან მეხუთე, ზედა მღვიმე  (ცუცხვათის მღვიმე)
შეისწავლა    დ. თუშაბრამიშვილმა  1970- 1971 წწ. და 1970- 1971 წწ. 

აღმოჩენის თარიღი    1970წ.
მდებარეობა    ტყიბულის რაიონი სოფ. ცუცხვათთან შაბათაღელის მარცხენა სანაპიროზე. ცუცხვათიდ მღვიმოვანის მე-2  ართულის.იარუსზე. შესასვლელი დამხრობილია ჩრდილოეთისკენ.
მღვიმის აღწერილობა     სიღრმე 3.20 მ. სიგანე ცენტრ.ნაწ. 3.10 მ. სიმაღლე დანალექი ახლანდელი ზედაპირიდან 70 სმ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    სხვადასხვა ცხოველების ნულოვანი ძვლები,
მღვიმის დათვის ქალები ქვედა ყბების გარეშე.

აღმოჩენილი ნივთები    მუსტიური კულტურის კაჟოვანი იარაღები.
შენიშვნა:    ჭრილში გამოიყო ლითოლოგიურად განსხვავებული 8 ფენა.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  96














ტოღონ  კლდე
შეისწავლა    ს. ჯანაშიას სახელობის  საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყვრილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ.თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
1972-1973 წწ. დ. თუშაბრამიშვილმა გააგრძელა კვლევა სტრატიგრაფიის დადგენის მიზნით.
აღმოჩენის თარიღი    1968 წ.
მდებარეობა    ჯავახეთის ხეობის მდინარე  დიორის მარცხენა შენაკადი ღლის მარცხენა ნაპირზე, შესართავიდან 150 მ. დაშორებით, ღელის ზედაპირიდან დაახლოებით 10-15 მ. სიმაღლეზე.
მღვიმის აღწერილობა     ეხის სიგანე 40 მ. სიმაღლე 2-3მ. სიგანე 10 მ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    გარეული ცხენი, მაჩვი, მღვიმური ლომი, პირველყოფილი ხარი, კავკასიური ჯიხვი, მღრნელების ძვლები.
აღმოჩენილი ნივთები    მუსტიეური: ნუკლეუსები, წვეტანები, სახოკები.
გვიანზედაპალეოლითური: საჭრისები, ოვალური , სწორსამუშაოპირიანი საფხეკები. ამოღარული, გრავეტის ტიპის მსგავსი დანა, ზურგდაბლაგვებული მიკროიარაღები.შატელპერონის ტიპის მსგავსი ზურგდაბლაგვებული იარაღები.
2 კულტურულ ფენაში 3038 ერთ: კაჟის ერთფუძანი, ორფუძიანი ნუკკლეუსები, საფხეკები, საჭრისები, რეტუშირებული მიკროლამელა.გრავეტის დანები, სათლელისებური იარაღები, დანები, კომბინირებული იარაღები , სახვრეტები.
მუსტიეური იარაღები: წვეტანები, სახოკები,სადგისები, სახვრეტები.
შენიშვნა:    1973-18974 -1977 წლებში ჩატარებული სტაციონალური გათხრების საფუძველზე დადგინდა ძეგლის შემდეგი სტრატიგრაფია:
1.    ჰუმუსური ფენა .
2.    თიხნარი ღია - მოყვითალო ფერის კირქვის ჩანართებით, შეიცავს ზედაპალეოლითური დროის კულტურულ ნაშთებს.
3.    მშრალი  ფენა, რომელიც სტერილურია.
დ. თუშაბრამიშვილი ტოღონ კლდის უძრავი კულტურული ფენიდან მომდინარე მასალები ზედაპალეოლითის ადრეულ საფეხურს მიაკუთვნა.
ასევე ტოღონ კლდის მასალები თ. მეშველიანმა ადრე ზედაპალეოლითის მრავალი ნიშნის მიხედვით, სვანთ - სავანეს დაუახლოვა და ადრე ზედაპალეოლითის  ძეგლთ ჯგუფს მიაკუთვნა. უფრო მოგვიანებით კი შეიცვალა მოსაზრება და მიიჩნია , რომ მსგავსად ხერგულის კლდისა და სვანთა - სავანისა ტოღონ - კლდეშიც საქმე უნდა გვქონდეს არეული ფენებთან. ის ერთ-ერთ სტატიაში ამბობს, რომ სამი ლითოლოგიური ფენებიდან მხოლოდ ზედა ორი ფენა შეიცავს კულტურულ ნაშთებს. ზედა ჰუმუსის ფენა დარღვეულია და მასალა არეულია, ხოლო მეორე ფენის მასალები ზედაპალეოლითის ადრეული ეტაპიტ თარიღდებიან.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  161-163.


















სამერცხლე კლდე

შეისწავლა    საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყვრილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ.თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
1963-1964/1966 წწ. არქეოლოგიური გათხრები აწარმოებდა ექსპედიციის ერ-ერთი რაზმი გ. ნიორაძის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1962 წ.
მდებარეობა    სოფელი დარკვეთისა და ქვედა ზოდის გამყოფი ხევის ზოლში მდ. ჯრუჯულას მარჯვენა  ნაპირზე,ზღვის დონიდან 600 მ., ხოლო მდ. ჯრუჭულას ზედაპირიდან 12-13 მ -ის სიმაღლეზე.
მღვიმის აღწერილობა    იგი წარმოადგენს დიდ კასტრულ ღრმულს, რომელსაც ოვალური მოყვანილობის წინხედი აქვს. მღვიმე გამჭოლია.
სიგრძე რამდენიმე ასეულობით მეტრია.
სიგანე შესასვლელ ნაწილში 12 მ. სიმაღლე 15მ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მცირე აზიის ომანა, მელა, მღვიმის დათვი,ცხენი, კავკასიის ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, დომბა,
აღმოჩენილი ნივთები    კაჭრები: პრიზმული ფორმის ერთფუძიანი, ორფუძიანი , კონუსის მოყვანილობის, სოლისებური , დისკოსებური, უტილიზებური, უხეში სა სხვ. ნუკლეუსები:
საფხეკები, საჭრისები, სათლელისებური იარაღები, შალაშინები, სახვრეტები, სახვრეტისებური იარაღბი, ზურგდაბლაგვული ლამელა, კომბინირებული იარაღები.
შვლის იარაღები: სადგისები, სახვრეტები, შუბისპირები, საპრიალებლები.
შენიშვნა:    სტრტიგრაფიულ ჭრილში 7 ფენაა. რომელთა საერთო სისქეა 3 მ. მე-2, მე-3 მე-4 ფენები შეიცავნე ადრეული ბრინჯაოს პერიოდის კულტურულ ნაშთებს. მე-6 ფენაში ზედაპალეოლითური ეპოქის ნაშთებია მიკვლეული, ხოლო მე-7 ფენა ქვედა პალეოლითის ეპოქის ერთეულ ნაშთებს შეიცავდა.  
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  173-175





ძუძუანას მღვიმე   
მიაკვლია და შეისწავლა    1966 წ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყვრილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ.თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.

აღმოჩენის თარიღი    1966 წ.
მდებარეობა    ჭიათურის რაინის  სოფ. მღვიმევის ტერიტორიაზე ნიკრისის ღელის მარჯვენა ნაპირზე.
მღვიმის აღწერილობა    მღვიმის შესასვლელი ოვალურია. სიგანე 22 მ.
სიმაღლე 12-13 მ.  სიგრძე რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი, გარეული ცხენი, დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი.
აღმოჩენილი ნივთები    ერთფუძიანი, ორფუძიანი, კონუსის მოყვანილობის, სოლისებური , დისკოსებური, უტილიზებური, უხეში ამოფურმული,ლევალუაური ერთფუძიანი, დისკოიდალური და სხვ.  ნუკლეუსები.
ოვალურსამუშაოპირიანი, ამოღარული, მაღლი ფორმის ,მკროლითური, მრგვალი ფორმის, ორმაგი, უხეში საფხეკები.
ცალწახნაგა მარტივი, ცალწახნაგა გარდიგარდმო თავგადამტვრეული, თავრეტუშირებული, თავირიბრეტუშირებული ,ორწახნაგა,შუალა,მრავალწახნაგა, ორმაგი და სხვ.  საჭრისები. დანები.შალაშინები, სატლელისებური, კომბინირებული, დანისებური იარაღები, სახვრეტები, ძვლის სადგისები, რეტუშორები, მუსტიური წვეტანა.
შენიშვნა:    გათხრების შედეგად ძუძუანას მღვიმის განივ და გრძივ ჭრილებში კარგად გამოიკვეთა 8 ფენა, აქედან 7 ზედაპალეოლითურია, ფენათა  აერთო სიმძლავრე 3.5მ.  სტერილური შრე ფენებს შორის არსად არ შეიმჩნევა.
    აღსანიშნავია ის ფაქტი ,რომ ძუძუანას მღვიმეში არ აღმოჩენილა გეომეტრიული მოყვანილობის არც ერთი მიკროლითური იარაღი.
    გვ.178 ძუძანას მღვიმესი არსებული მასალის შესწავლა  დ. თუშაბრამიშვილს ძლევს იმის საფუძველს, რომ  მღვიმის ქვედა ფენებს (5-7) წინასწარულად ზედა პალეოლითის ადრეული პერიოდში მოათვსოს,   და საქართველოს ზედაპალეოლითური ძეგლების ქრონოლოგიური სქემის 1 (ადრეული) ჯგუფით დაათარიღოს. ხოლო ზედა - (1-4) ფენები განვითრებული საფეხურით დაათარიღოს და სქემის 2 (შუა) ჯგუფში მოათავსოს.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  176-178


სარეკის ეხი         
მიაკვლია და შეისწავლა    1959 1960 წწ. აღმოაჩინა და შეისწავლა  დ.თუშაბრამიშვილმა.
აღმოჩენის თარიღი    1959წ.
მდებარეობა    ჭიათურის რაიონში, მდ. ჯრუჭულას მარცხენა ნაპირზე. სოფ. სარეკის ტერიტორიაზე მდინარის დონიდან 15მ სიმაღლეზე.
მღვიმის აღწერილობა   
მობინადრე ცხოველების ნაშთები    ტყის კატა,დომბა,შველი,მურა დათვი,გარეული ღორი, კავკასიური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი და სხვ.
აღმოჩენილი ნივთები    შატელპერონის და გრავეტის მაგვარი წვეტანები,
საჭრისები, გვერდრეტუშირებული მიკროლამელები, სახვრეტები.
შენიშვნა:    გამოვლინდა ფენათ შემდეგი სტრატიგრაფია: 1 ზედაპირული ნაცროვანი ღორღოვანი ფენა 035მ სიმძავრის. 2 მშრალი თიხები, კირქვული ღორღის მცირე ჩანართით, პალეოლითური ნაშთების შემცველი 0.15-0.20 მ. სიმძლავრის. 3 კირქვის დედაქანი.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  177,178.


სამგლე კლდე
მიაკვლია და შეისწავლა    1962, 1963 -1967, 1983 წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის  არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  დ. თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით .
აღმოჩენის თარიღი    1962წ.
მდებარეობა    ჭიათურის რაიონში, სოფელი ქვემო ზოდი, მდ. ჯრუჭულას მარჯვენა ნაპირზე.
აღმოჩენილი ნივთები    წარმოების გადანაყარი, რეტუშრებული ნატკეცები,საფხეკები, რეტუშირებული მიკროლამელა,რეტუშირებული ლამელა,სახვრეტები, ხერხისებური იარაღები, დუბლირებული იარაღები, ძვლის სადგისი, მახათი,
 საჭრისები.
შენიშვნა:    არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ზედა და შუა (მუსტიეური) პალეოლითური ხანის ადამიანთა ცხოვრების კვალი, როგორც კულტურული ნაშთების შემცველი ფენების (მუსტიე) , ისე მიწის ზედაპირზე და ჰუმუსოვან ფენაში სტრატიფიცირებას მოკლებული ზედაპალეოლითური მასალების სახით.
დ. თუშაბრამშვილის აზრით შესაძლოა სამგლე კლდე მონადირეთ თავშესაფარსაც კი წარმოადგენდა. მისი აზრით, სამგლე კლდის ზედაპალეოლითური კოლექცია, სარეკის ეხის, დევისხვრელისა და საკაჟიას  ზედაპალეოლითური ინვენტარის გვერდით შეიძლება მოვათავსოთ  და მივაკუთვნოთ საქართველოს ზედაპალეოლითური მღვიმური ძეგლების შუა,- განვითარებულ ჯგუფს, ე.ი. დავათარიღოთ ორინიაკის მეორე ნახევრით.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  179-182.





გვარჯილას კლდის მღვიმე
მიაკვლია და შეისწავლა    1916წ.  სტ. კრუკოვსკიმ.
1953წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის რგანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  ალ. კალანდაძემ და დ. თუშაბრამიშვილმა.
აღმოჩენის თარიღი    1916წ.
მდებარეობა    ჭიათურის რაიონი სოფელი  დიდი რგანის ტერიტორიაზე მდ. ჭერულას ხეობაში, მის მარჯვენა ნაპირზე, სადაც მას ერთვის პატარა ღელე.ცმდ. ჭრულას დონიდან 15მ სიმაღლეზე.
მღვიმის აღწერილობა    მღვიმის სიგანე შესასვლელთან 14 მ.  სიმაღლე 3.5-4 მ.
სიგრძე 30.5 მ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    დომბა, განათხარი ხარი,გარეული თხა,შველი,ქურციკი, ირემი, მურა დათვი, გარეული ღორი, მგელი, ციმბირის მაჩვი,ზღარბი,კვერნა,პრომეთეოსის თაგვი, ჩრდილოეთის თაგვი.
აღმოჩენილი ნივთები    26000 ერთეული: ქვის და ძვლის ნაწარმი. პრიზმული და კონუსური ნუკლეუსები, თავირიბრეტუშირებული საფხეკები. მაღალი, ნავისებური, მიკროლითური საფხეკები.
მარტივი, ცალწახნაგა გარდიგარდმო თავგადამტვრეული ცალწახნაგა საჭრისები. თავირიბრეტუშირებული ირიბი, შუალა საჭრისები. კომბინირებული იარაღებიგრავიტის ტიპის დანები. „რგანული“ ტიპის დანები. შალაშინები, ხერხები, ისრისპირები, შუბისპირები, ზურგდაბლაგვებული მიკროლამელები, გეომეტრიული მოყვანილობის მიკროლითები. ძვლის იარაღები: სადგისები,შუბისპირები, ხელშუბისპირები, საპრიალებლები, რეტუშორები, ნემსები, ჭვილთი . სამკაულებად ნაპოვნი კბილები და სხვ.
შენიშვნა:    სტ. კრუკოვსკიმ მღვიმე ნაწილობრივ გათხარა და 6 მ.სისქის 11 ფენა დაადგინა. 1,10 და 11 ფენები კულტურულ შრეებს წარმოადგენენ.რომლებიც შეიცავდნენ მრავალრიცხოვან ქვის , ძვლის იარაღებსა  და ფაუნისტურ მასალას. ალ. კალანდაძისა და დ. თუშაბრამიშვილმა გააგრძელა სამუშაოები მოცემულ მღვიმეში. ტრატიგრაფიულ   ჭრილში გამოვლენილი ლითოლოგიურად განსხვავებული 6 გეოლოგიური ფენა ორ კულტურულ ფენადაა წარმოდგენილი (მე-2, მე-4 გეოლოგიური ფენები) . მიუხედავად იმისა , რომ 1-2 კულტურული ფენები ერთმანეტისაგან 3-3.50 მ. სისქის სტერილური შრითაა გამოყოფილი, მაინც მათში მოპოვებული კულტურული ნაშთები ძირითდად ერთმანეტისგან არ განსხვავდებიან, არც იარაღხელსაწყოთა მოყვანილობით და არც დამუშავების ტექნიკის თვალსაზრისით. ვერ ხერხდება 1-2 კულტურული ფენების ინვენტარის ერთმანეთისაგან გამოცალკევება და მათ შორის ეპოქალური განსხვავების დაჭერა.
გვარჯილას კლდეში  სუბალპური და ალპურ ზონებში გავრცელებული ცხოველების ნაშთების არსებობა  ახლოს აკავშირებს ამიერკავკასიის ზედაპალეოლითურ ფაუნასთან.
იარაღების დასამზადებლად ძირითდად გამოყენებულია კაჟი. მღვიმეში ნაპოვნი იარაღები 1784 ცალია, იარაღთა კომპლექსი სამ ჯგუფად იყოფა:
1.    სამონადირო და საბრძოლო
2.    შინამოხმარების იარაღები
3.    იარაღის დასამზადებელი იარაღები
       გვარჯილას მღვიმეში ნაპოვნია მსხვილფეხა საქონლის 1,3 სმ სისქის ნეკნის ძვლისგან  კარგად გაპრიალებული  ნივთი.  როგორც მიუთითებს დ. თუშაბრამიშვილი, ნივთზე ორნამენტი არ წარმოადგენს უბრალო დეკორატიულ მოტივს, არამედ მას განსაზღვრული, შესაძლებელია, სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ი. კიკვიძე კი აღნიშავდა, რომ ეს ნივთი აშკარა საკულტო ხასიათის იყო.  „ ... ორმაგი ისრისპირის მსგავსი ნაკაწრები ასტრალური შინააარსის უნდა იყოს  და შვიდ ცთომილს უნდა გამოსახავდეს ... გვარჯილას კლდის ადამიანს  გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონოდა   ციურ სხეულებზე, მზის სისტემაზე. შეიძლება უკვე დავუშვათ, რომ მნათობნი უკვე გაღმერთებულნი არიან და რიცხვი შვიდი საკრალურია.“
დ. თუშაბრამიშვილი  გვარჯილას კლდეს საქართველოს ზედაპალეოლითური ძეგლებისათვის შემუშავებული ქრონოლოგიური სქემის მესამე (გვიანი) ჯგუფის ძეგლებს შორის მოათვსა.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  182-186.


დარკვეთის მრავალფენიანი ეხი
მიაკვლია და შეისწავლა    1968წ. აღმოაჩინა ყვირილას ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ. თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
1968-1972 წწ. შეისწავლა ისტორიის ინსტიტუტის ნეოლითის შემსწავლელმა რაზმა ლ. ნებიერიძის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1968წ.
მდებარეობა    ოზურგეთის სამხრეთ - დასავლეთით  მდებარე  ანასეულის ბორცვი.
გამოყენებული ტექნიკა    მიკროლითური ტექნიკა.
აღმოჩენილი ნივთები    1035 ერთ.დანისებრი სწორწახნაგა ლამელები, მიკროსაფხეკები, მიკროსაჭრისები, საფხეკები,
სახვრეტი, დაკბილული,  წვეტანისებური და ასტამისებური იარაღები, რეტუშორი, შალაშინი და მრავალფეროვანი სხვადასხვა სახის კაჟის ანატკეც - ანამტვრევები.
შენიშვნა:    3160 ერთეული ობსიდიანისაა , 800 - კაჟისა, 59- რიყის ქვა. ნამოსახლარს კერამიკა არ ახასიათებდა. ანასეული 1 სახიტ შეგვემატა მანამდე უცნობი, მეზოლითური ტრადიციების მქონე ადრენეოლითური ხანის ძეგლი.
ადრენეოლითური ეპოქის შესწავლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დარკვეღთის მრავალფენიან ეხს.  იგ პირველი ძეგლია კავკასიაში, რომელზედაც უძრავი ადრენეოლითური ფენა აღმოჩნდა. ამას ემატება ისიც, რომ ერთდერთი ძეგლია ამიერკავკასიაში, სადაც დადასტურდა შინაური ცხოველების ძვლები.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  232,233.


სელო და ჯერმუხის ღია სადგომები
მიაკვლია და შეისწავლა     ალ. კალანდაძემ.
აღმოჩენის თარიღი    1952წ.
მდებარეობა    შიდა ქართლის ჩრდილო- დასავლეთ ნაწილში. ჯერმუხისა და სელოს მთები წარმოადგენენ მდ. ლიახვისა და აღმოსავლეთ  ფრონეს წყალგამყოფი ქედის ამარლებულ უბნებს. მათგან ჯერმუხის ქედის აბსოლუტური მაჩვენებლები 1687 მ-ს აღწევს, ხოლო მისგან სამხრეთ -აღმოსავლეთით 9 კმ- ის დაშორებით სელოს ქედის ჰიფსომეტრიული მაჩვენებელი 1129 მეტრამდე დაბლდება.
აღმოჩენილი ნივთები    117 ერთეული.ბრტყელი,პრიზმისებური მცირე ზომის ნუკლეუსები.ლამელები.
შენიშვნა:    საიარაღე მასალად ძირითადად გამოყენებულია თეთრი და შავი, უფრო მეტად კი ვარდისფერი კაჟი.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  216,217.



ანასეული I - I I
მიაკვლია და შეისწავლა    ნამოსახლარი აღმოაჩინა და მატზე ზედაპირული მასალა შეკრიბა ადგილობრივმა მხარეთმცოდნემ, ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ- თნამშრომელმა ვ. შარკოვსკიმ.
1956-1959 წწ. შეისწავლა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ნეოლითის შემსწავლელმა რაზმა   ალ. კალანდაძის და ლ. ნებიერიძის ხელმძღვანელობით.
1960წ. არქეოლოგიური კლვლევა გააგრძელა შავიზღვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1950-1955 წ. გამოქვეყნდა პირველი ცნობები.
მდებარეობა    ოზურგეთის სამხრეთ -დასავლეთ  მდებ. ანასეულის ბორცვი.მათგან ანასეული I განლაგებულია ცენტრალურ ბორცვზე, ხოლო ანასეული I I ცენტრალური ბორცვის სამხრეთით, უშუალოდ მის მომიჯნავე, ოდნავ მომცრო ბორცვზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ მიწის ციხეს უწოდებს. ანასეულის ბორცვები გარშემოტყმულია მდინარეებით: სამხრეთ - აღმოსავლეთით მათ ესაზღვრება მდ. ლეჩუმა, სამხრეთით - მდ. ჩოოქი.
აღმოჩენილი ნივთები    4044 ერთეული.საჭრისები,მომრგვალო მიკრლით.საფხეკები,
დანისებრი გგვერდრეტუშირებული, გვერდამოღარული,მიკროლიტური ლამელები,ხერხისებური იარაღი, სახვრეტი.რიყის ქვისგან გახეხილ-გაპრიალებული ცული, სატეხ-სათლელი,საპრიალებელი,შურდულის ქვა,
გრდემლი,ჩაქუჩები, თოხისებური იარაღი.
გამოყენებული ტექნიკა    მიკროლითური ტექნიკა.
შენიშვნა:    3160 ერთეული ობსიდიანისაა , 800 - კაჟისა, 59- რიყის ქვა. ნამოსახლარს კერამიკა არ ახასიათებდა. ანასეული 1 სახით შეგვემატა მანამდე უცნობი, მეზოლითური ტრადიციების მქონე ადრენეოლითური ხანის ძეგლი.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  230,231.



მამათის ნამოსახლარი
მიაკვლია და შეისწავლა    1962წ. შავიზღვისპირეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ნეოლიურმა რაზმმა ლ. ბერიენიძის ხელმძღვანელობით.
1963 ჩატარდა მცირე დაზვერვები.
აღმოჩენის თარიღი    1962წ.
მდებარეობა    ლანჩხუთის რაინის სოფ. მამათის ბოლოს კოხას უბანში. მდ. სუფსას მარჯვენა ტერასაზე.
აღმოჩენილი ნივთები    230 ერთეული. კაჟის ორფერდამუშავებული ტრაპეციით, მაღალი, ზურგათლილი სწორკუთხედითსაფხეკები,
საჭრისები და სახვრეტები.რიყის ქვის მასალა:
სახეხები,სალესები,შურდულის ქვები.
შენიშვნა:    მამათის კომპლექსის შესწავლა გვიჩვენებს, რომ იგი მიეკუთვნება ოდიშის ჯგუფის ძეგლებს, განსაკუთრებით კი, დიდ სიახლოვეს იჩენს ანასეულისა და გურიანთის ნამოსახლარის მასალებთან.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  254

მღვიმე საკაჟია
მიაკვლია და შეისწავლა    1914წ.   უცხოელმა მკვლევარებმა რ. შმიდტმა / ლ. კოზლოვსკიმ.
1936 -1937 წ.  გ. ნიორაძემ.   1973 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სამეგრელოს ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსედიციამ (გ.გრიგოლიამ/ მ. ნიორაძემ.)
1974-1980 წწ. ზემოხსენებული ექსედიციამ მ. ნიორაძის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1914წ.
მდებარეობა    თერჯოლის რაიონი  სოფ გოდოგანი. მდ.წყალწითელის მარცხენა სანაპირო.
მღვიმის აღწერილობა    მღვიმე კასტულია და გამომუშავებულია კირქვებში. მიხვეულ-მოხვეული დერეფნისებური მღვიმეა.სირმე 30მ.
მაქს.  სიგანე 4.5მ. სიმაღლე შესასვლეთან 6მ. ხოლო ბოლოში 1მ. მღვიმე გახსნილია სამხრეთ - დასავლეთით, ძირითდად მშრალია და ნათელი.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი,კეთილშობილი ირემი, ჯიხვი, მდ. თახვი,
კავკასიური ჯიხვი,ტახი, შველი, კვერნა,  ქურციკი, ჯიხვი, გარეული ღორი, გარეული ცხენი, მღვიმის დათვი,
 მურა დათვი, მგელი,მელია, მღვიმის ლომი,ფოცხვერი,
კვერნა,მაცვი,წავი,მაჩვზღარბი და სხვ.
აღმოჩენილი ნივთები    მუსტიეს დროის ადამიანის ზედა ყბის ნატეხი კბილებით.
ცალკეული კბილები,ზედა კიდურისა და თვის ქალის ფრაგმენტები.დაკბილული იარაღები : პრიზმული ერთი და ორფუძიანი, კონუსის მოყვანილობის, სოლისებური, ბრტყელი, ამორფული, უტილიზებული ნუკლეუსები.
ოვალური სამუშაოპირიანი,ფართო ოვალურსამუშაოპირიანი ბრტყელი, ჩაღარულ-ამოღარულსამუშაოპირიანი, ირიბსამუშაოპირიანი, თვსწორრეტუშპირიანი, ირგვლივრეტუშირებული, ორმაგი საფხეკები.
მარტივი, თავგადამტვრეული გვერდწახნაგა ცალწახნაგა, გარდიგარდმო თვრეტუშირებული, შუალა, მრავლწახნაგა საჭრისები.
სათლელისებური იარაღები: შალაშინები, სახვრეტები, კომბინირებული იარაღები.მიკროიარაღები,მიკროლამელები,
სიმეტრიული, ასიმეტრიული სეგმენტები,სამკუთხა გეომეტრიული მიკროლითები.ძვლის იარაღები: სადგისები.
თავის ქალის ნაშთები: შუბლის, თხემის, კეფის ძვლები.
გამოყენებული ტექნიკა    ქვის გაპობა-ატკეცის ლევალუაური,  ტექნიკა.
ფაციტირებული ტექნიკა.
შენიშვნა:    ამ ღვიმეში ნაპოვნი ცალკეული კბილები,ზედა კიდურისა და თავის ქალის ფრაგმენტები ეკუთვნის პალესტინის პალეოანთროპებთნ ახლოს მდგომ ნეანდერტალელ ადამიანს.
ქვის ნითები დამზადებულია ძრითადად კაჟისაგან , აგრეთვე არგალიტი, ბაზალტი, ქვიშაქვა, კვარცი, ქალცედონი და სხვ. იარაღებს შორის წამყავნი ადგილი წვეატნებს უკავიათ.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  გვ.98,99. 169-170.


   



მღვიმე ორთვალა
მიაკვლია და შეისწავლა    1975-1976 და  1980-1981 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური  კვლევის ცენტრის წყალწითელას ხეობის პალეოლითურმა ექსპედიციამ  მ. ნიორაძის ხელმძღვანელობით. 
აღმოჩენის თარიღი    1975-1976 წ.
მდებარეობა    თერჯოლის რაიონი  სოფ გოდოგანი. მდ.წყალწითელის მარცხენა სანაპირო.
მღვიმის აღწერილობა     2 დერეფნიანი მღვიმეა.ნათელი, მშრალი,სიღრმე 30მ.
მაქს.  სიგანე 4 მ. სიმაღლე შესასვლედიან 8მ. მარჯ. დერ.სიგ.3 .5მ სიმაღლე.1.5მ. სიღრმე კი რამდენიემ ათეული მ.  მარცხენა დერეფანი პატარაა და ვიწრო.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი, კეთილშობილი ირემი,ჯიხვი,მდ. თახვი,
კავკასიური ჯიხვი,ტახი, შველი, კვერნა,და სხვ.
აღმოჩენილი ნივთები    300 მეტი ქვის ნივთი,ლევალუაური,არალევალუაური ნუკლეუსები,ფაციტირებული გლუვდარტყმისმოედნიანი ანატკეცები.ლამელები, იარაღ-ხელსაწყოები.
გამოყენებული ტექნიკა    ქვის გაპობა-ატკეცის ლევალუაური,  ტექნიკა.
ფაციტირებული ტექნიკა.
შენიშვნა:    გამოვლენილია ლითოლოგიური 4 დანალექი შრე. ამათგან მუსტიეს ხანის ნაშთებს შეიცავდა ზემოდან მე-3 შრე, რომელიც თავის მხრივ ოთხი კულტურული ფენისაგან შედგებოდა. ფენათა საერთო სიმძლავრე 2 მეტრს აღწევდა. მღვიმეების  ორთვალა და საკაჟიას მღვიმეში მ. ნიორაძე გამოყოფს ლევალუა-დაკბილული მუსტიეს მეორე ნახევრის განვითრების თანამიმდევრულ საფეხურებს - შუას, განვითარებულსა და გვიანს.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  101,102


დევისხვრელი
მიაკვლია და შეისწავლა    1926 წ. არქეოლოგმა  გ. ნიორაძემ .
აღმოჩენის თარიღი    1926 წ.
მდებარეობა    დასავლეთ საქართველოში ხარაგაულის რ-ნ.სოფ. ლაშესა და ხარაგაულს შორის. ზღვის დონიდან 340 მ. სიმაღლეზეა გამომუშავებული კირქვის ზოლში.
მღვიმის აღწერილობა    მღვიმის შესასვლელი ოვალური მოყვანილობისაა და სამხრეთ-დასავლეთისკენაა მიმართული რის გამოც ის კარგადაა განათებული, მშრალია. შესასვლელი ოვალური მოყვანილობისაა.სიგანე შესასვლელთან 5 მ.
სიმაღლე  4 მ.  სიგრძე 40 მ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი,განათხარი ხარი, ჩრდილოეთის ირემი, კეთილშობილი ირემი, გარეული თხა,ქურციკი,გარეული ღორი, მგელი, ჩრდილოეთის თაგვი.
აღმოჩენილი ნივთები    200 ერთეული პრიზმული მოყვანილობის ერთფუძიანი, ორფუძიანი, კონუსური, ამორფული, უტილიზებული ნუკლეუსები.3748 ანატკეც-ანამტვრევი.5506 ლამელებია.
729 სხვადასხვა იარაღი:ოვალურსამუშაოპირიანი, მომრგვალო ფორმის  ბრტყელი, ჩაღარულ, ამოღრულსამუშაოპირიანი , თვჩაღრმავებული,თავსწორრეტუშირებული, მაღლი ფორმის , ნისკარტისებური, მშვილდის ფორმის ნავისებური საფხეკები.
ცაწახნაგა, მარტივი, გარდიგარდმო თვგადამტვრეული, გარდიგარდმო თავრეტუშირებული , ავირიბრეტუშირებული საჭრისები. საჭრისთა შორის გამოიყოფიან: სწორი, ირიბი, კუთხის: ორწახნაგა შუალა, მრვალწახნაგა, ორმაგი.
სათლელისებური იარაღები,ტელპორენის ტიპის მშვილდწვეტანები, გრავეტის ტიპის დანები, მიკროლითები,
რეტუშირებუბლი ლამელები,შუბისპირები, ქვასახვრეტები,კომბინირებული იარაღები, ქვის გრდემლი, რიყის ქვის სასროლი ქვები.კომპრესორი,სადგისები.
დათვის კბილი. ადამიანის ქვედა ყბის ფრაგმენტი, რომელსაც მხოლოდ 2 კბილი ჰქონდა.
გამოყენებული ტექნიკა    ატკეცვითი და წნევითი ტექნიკა. იშვიათად გათლილი ტექნიკის ნიშნებიც.
შენიშვნა:    გათხრების შედეგად მღვიმის სტრატიგრაფიულ ჭრილში 1.20 სმ სიმძლავრის 4 ფენა გამოვლინდა. აქედან მე-3 ფენა - მოყავისფრო თიხნარი კირქვის ნატეხებისა და ალაგ-ალაგ ნახშირის  და ნაცრის შემცველი, რომლის სიმძლავრე 0.45 მ-ია. - ზედაპალეოლიტური დროისაა.დევისხვრელის ქვის კოლექცია ძირითადად ამ მიდამოებში არსებულ მოვარდისფრო და ნაცრისფერი კაჟისაგან შედგება. მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ობსიდიანიც, რომლეიც შორი ადგილიდან უნდა იყოს მოტანილი.
   
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  166,167


მღვიმევის ეხი
მიაკვლია და შეისწავლა    1934წ.  აღმოაჩინა ს. ზამიატნინმა.
1940 წ. შეისწავლა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ექსპედიციამ  გ,ნიორაძის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1934წ.
მდებარეობა    ჭიათურის რაიონ.  სოფ მღვიმეში. მღვიმევის ყოფილი მონასტრის გასწვრივ აღმართულ კირქვიერი კლდის ქვედა იარუსებში.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    პირველყოფილი ხარი, გარეული ცხენი, გარეული თხა, გარეული ცხენი, მრვიმის ლომი, მგელი.
აღმოჩენილი ნივთები    პრიზმული, კონუსური,სოლისებური, ფანქრისებული ნუკლეუსები. რეტუშრებული ლამელები. თავირიბრეტუშირებული, ორმაგი, თვამოღარული, ირგვლირეტუშიანი , მაღალი ფორმის , ნავისებური საფხეკები.მარტივი კუთხის საჭრსები, შუალა საჭრისები, საჭრისი მიკროლითურია. ცხოველის ძვლისა და რქის იარაღები: სახვრეტები, სადგისები, ხელშუბისპირები.
შენიშვნა:    ქვის იარაღების დამუშავება ეხში ადგილობრივ  მიმდინარეობდა. ნუკლეუსები ზედაპალეოლითურია. იარაღები კომბინირებულია. ე.ი. ორი ფუნქციის მქონეა: საფხეკ -საჭრისები. მღვიმე ზედაპალეოლითის იმ საფეხურს განეკუთვნება, როდესაც ადამიანს უკვე შესწევს უნარი მეურნეობის ამათუ იმ დარგისათვის სპეციალური და უფრო მარჯვედ მოსახმარი იარაღი შექმნას.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  172,173


მღვიმე კუდარო
მიაკვლია და შეისწავლა    1955 წ. აღმოაჩინა და  1958 -1961  წწ.    შეისწავლა
ლენინგრადის პალეოლითურმა ექსპედიციამ ვ. ლიუბინის ხელმძღვანელობით.
1965-1968  წწ. შეისწავლა პალეოლითური ექსპედიციამ  ალ.კალანდაძის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1955წ.
მდებარეობა    შიდა ქართლის უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეში.
დაბა კვაისი მდ. რიონის და მდ. ჯეჯორის ე.წ.კუდაროს ხეობაში.
მღვიმის აღწერილობა    კარსტული, გამჭოლი ტიპის,ორი დერეფნით და მათი შემაერთებელი ფართო კამერით. მისი საერთო სიღრმე 50 მ. აღემატება იგი გახსნილია კუდაროს ხეობისაკენ აღმოსავლეთისა და სამხრეთის ორი შესასვლელით, მშრალია და ნათელი.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი,კეთილშობილი ირემი,ჯიხვი,მაჩვი,
კურდღელი,და სხვ.
გამოყენებული ტექნიკა    გაპობა-ატკეცის არქაული ტექნიკა აშელური ტექნიკა,
ანატკეცის კონტურსდაქვემდებარებული ცალმხრივი რეტუში.
თხელფაცეტოვანი, დამრეცი და ნახევრადდამრეცი რეტუში.
აღმოჩენილი ნივთები    საწარმო კუთხე,საიარაღო ნედლეული,კერის ნაშთი,
მარაგის შესანახი ადგ. 3600 ქვის ნივთი,5000 ძვალი.
ჰომინიდის კბილის ნატეხი.ხელცულები,სახოკები,ჩოპერ-ჩოპინგები,წვეტანები.პატარა საფხეკები,სატეხ-სათლელები.

შენიშვნა:    კუდაროს მღვიმეში 6 გეოლოგიური ფენა გამოვლინდა. ამათგან 1-5 ფენები ზევიდან ქვევით შეიცავდნენ სხვადასხვა არქეოლოგიური ეპოქის ნაშთებს, ხოლო მე-6 ფენა სტერილური იყო.
აშელის ხანის ნაშთები აღმოჩნდა ქვედა მე- 5 ფენაში, რომელიც სამ ჰორიზონტად იყოფა.
ვ. ლიუბინი მრვიმე კუდარო 1-5 კულტურულ ფენას შუა აშელის ხანიტ ათარირებს და ვარაუდობს, რომ იგი უნდა წარმოქმნილიყო თბილი და მშრალი ჰავის პირობებში, კერძოდ რის ვიურმის გამყონვარებათშორისი ეპოქის დასაწყისში.
მღვიმე კუდარო 1 ში  მუსტიეს ხანის ნაშტებს შეიცავდენენ  მე-  3 და მე -4  ფენები. მე -3 ფენა ლითოლოგიურად განსხვავებულ სამ ჰორიზონტად იყოფა, ხოლო მე-4 ფენა ერთი ჰორიზონტითაა წარმოდგენილი. ოთხივე ჰორიზონტის მასალა ერტნაირია. მათში მოპოვებულია სულ 101 ქვის ნივთი და ცხოველის, ფრინველისა და თევზის დიდძალი ძვლები. გამოვლენილია აგრეთვე, დროებით კერების პატარა ნაცეცხლური ლაქები.
ფენებში არ არის წარმოების ნარჩენები. ე.ი. მუსტიეს ხანაში მღვიმე კუდარო 1 ში ქვის დამუშავება არ ხდებოდა , მას სულ სხვა ადგილზე ამუშავებდნენ და მღვიმეში მზა ნაწარმი მოჰქონდათ.
წამყვანი ადგილი წვეტანებს უკავიათ . რაოდენობით იარაღებში მეორე ადგილზე სახოკები.
    წონას, კუდარო 1-3 მღვიმეების მუსტიური ფენების მასალები თავისი ძრითდი მონაცემებით თითქმის იდენტურია. ისინი გვიანი მუსტიეს მიეკუტვნებიან  და კულტურულ- ასაკობრივ მსგავსებას იჩენენ იმერეთის მღვიმური ძეგლის ჯრუჭულას მუსტიეური ფენების ინვენტართან. მათთვის დამახასიათებელია მთელი რიგი საერთო , თავისებური ნიშნები: ქვის გაპობა- ატკეცის ერთნაირი ტექნიკა, ხელსაწყოთა  მსგავსი ტიპები, მეტად მოგრძო წვეტანები, წვეტანებისა და წვეტანებისა და შუბისპირების დამუშავების იდენტური წესი, იარაღების ნაწილობრივ ორმხრივი დამუშავება და სხვ.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  109- 113


წონას მღვიმე
მიაკვლია და შეისწავლა    1958წ. აღმოაჩინა  და  1958-1961,1968 წწ. შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ინსტიტუტის შუა კავკასიონის სამხრეთი კალთის  პალეოლითურმა ექსპედიციამ ალ. კალანდაძის ხელმძღვანელობით.
1977 წ. დამატებითი გათხრითი სამუშაოები ჩაატარა ს. ჯანაშია სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ. თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1958წ.
მდებარეობა    შიდა ქართლის უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეში.
ბუბას მთის სამ.ფერდობზე.სუბ.ალპურ ზონაში.მდ.ყვირილას სათავეებთან.250-300 მ. შეფარდებით სიმაღლეზე.
მღვიმის აღწერილობა    კარსტული, გვირაბისებურია. სიღრმე 90 მ. სიგანე  13 მ.
სიმაღლე 15მ. შესასვლელიტ დამხრობილია სამხრეთ - აღმოსავლეთისაკენ, საკმაოდ ნათელია და მშრალი.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი,კეთილშობილი ირემი,ჯიხვი,
მაჩვი,კურდღელი,და სხვ.
აღმოჩენილი ნივთები    104 ქვის ნაშთი. დასრულებული იარაღები.
ხელცულები,უხეში , მჭრელინიარაღები.
უხეშო წვეტანები და სხვ.
შენიშვნა:    დასრულებული იარაღები მოწმობს , რომ ქვა სხვაგან მუშავდებოდა და მღვიმეში მხოლოდ მზა იარაღი მოჰქონდათ. აშელური ქვის  მასალის ხასიატი და ცხოველის დიდძალი ძვალი მოწმობს, რომ მღვიმე ამ ეპოქაში წარმოადგენდა არა პირველყოფილი ადამიანის მუდმივ საცხოვრებელს, არამედ მონადირეთა დროებით თვშესაფარს, სადც ისინი ბანაკობდნენ მთის ცხოველებზე ნადირობის დროს.
    წონას მღვიმეში არ არის  აშელის დასასრულისა და ადრეული მუსტიეს ფენები და მხოლოდ მუსტიეს ხანა წარმოდგენილია გვიანი პერიოდითაა წარმოდგენილი.
იარაღები ძირითდადა დმზადებულია ფიქლისაგან, არგილიტი, ანდეზიტი იშვიათდ კაჟი და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ობსიდიანი
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  105-108.

აფიანჩის მღვიმე
მიაკვლია და შეისწავლა    1940 წ. აღმოაჩინა ლ.სოლოვიოვმა.
1974 წ.-დან  შეისწავლა შავიზღვისპირეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  ნ.  ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.
1978 წ. ძეგლი შეისწავლა კოდორის ხეობის არქეოლოგიურმა  ექსპედიციამ  ლ. წერეთელის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1940 წ.
მდებარეობა    მდ. კოდორის ხეობაში. წებელდიდან სამხრეთით 5 კმ. მანძლზე. მთა აფიანჩის ფერდობის ძირში, ზღვის დონიდან 450 მ. სიმაღლეზე.
აღმოჩენილი ნივთები    4 კულტ.ფენა: ზედაპალეოლითურ ნუკლეუსებს შორისაა: პრიზმული, სოლისებური, დისკოსებური ნუკლეუსები. მრავალწახნაგა, გვერდსაწრისები.
ოვალური სახოკები.
 მაღალი , მარაოსპირიანი, სამუშაოპირიანი საფხეკები.
წვეტანები.
შენიშვნა:    ლ.სოლოვიოვმა თითქმის 7 მეტრის საძიებო თხრილში ნეოლიტური, მეზოლითური და პალეოლითური  მასალების შემცვლელი შვიდი გეოლოგიური ფენების არსებობა დაადგინა.
ლ.წერეთელი აფიანჩის მე-4 ფენის (მე-7 ლითოლოგიური ჰორიზონტი ) მასალებს ხერგულის კლდის და სვანთ - სავანის მასალებს უახლოვებს და აფიანჩის მღვიმის აღნიშნულ ფენას ზედა პალეოლითის ადრეულ სტადიას მიაკუთვნებს.
საქართველოს ზედაპალეოლითის ქრონოლოგიური სქემის პირველი ჯგუფისაგან განსხვავებით, მეორე ჯგუფის ძეგლებში ქვის დამუშავების ტექნიკა უფრო სრულყოფილია. ნუკლეუსები სწორი მოყვანილობით ხასიათდებიან. მეორე ჯგუფის ძეგლთათვის დამახასიათებელია გვერდდაბლაგვაული ჩასართი მიკროლამელების და მიკროწვეტანების ახალი ტიპების არსებობა. გვხვდებიან გრავეტის ტიპის წაგრძელებული წვეტანები, რომელთაც ცალი მორკალული გვერდი დაბლაგვული რეტუშით აქვთ დამუშავებული, ფართოდააა გვარცელებული სხვადასხვა ტიპის მიკროწვეტანები. გვხვდებიან გეომეტრიული მოყვანილობის მიკროლითური იარაღები: ასიმიტრეული სამკუთხედები, დაბალი სეგმენტები. ადრეული ჯგუფის ძეგლებთნ შედარებით უკეთაა წარმოდგენილი ძვლისა და რქის იარაღები, მათი უმრავლესობა სადგისები და სახვრეტებია. გვხვდება ძვლის შუბისპირებიც. ზოგ მატგანში შემორჩენილია წრიული ჭდეული ხაზები.
მოკლედ დავახასიათოთ  მეორე ჯგუფშ გაერთიანებული ძირითდი ზედაპალეოლითური ძეგლები: დევისხვრელი, საკაჟია, მღვიმევი, სამერცხლე, კლდე, ძუძუანა და სხვ.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  163-166






ზურტაკეტის ეხი
მიაკვლია და შეისწავლა    1945წ. აღმოაჩინა  ლ.მურუაშვილმა
1966-1967 წწ.  მოაწყო ექსპედიცია არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა ნ. ბერძენიშვილის ხელმძრვანელობით.
ძეგლი უშუალოდ გათხარა და მონოგრაფიულად შეისწავლა მ. გაბუნიამ.
აღმოჩენის თარიღი    1945წ.
მდებარეობა    დმანისის რაიონის  სოფ. ყარაბულაღში მდ. ყარაბულაღის მარჯვენა  ნაპირზე.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    კეთილშობილი ირემი, ბიზონი,კავკასიური ჯიხვი,გარეული ცხენი, კურდღელი,მემინდვრია,მექვიშია,ყურებიანი ზღარბი,
სამი ფრინველი:იხვი ,კუდსადგისა,კაკაბი.
აღმოჩენილი ნივთები    15 ნუკლეუსია: პრიზმული, კონუსური, ბრტყელი ნუკლეუსი.
დაკბილული,გვერდრეტუშირებული,თავირიბრეტუშიანი , სწორმასწორო,ურეტუშო ლამელები.ანატკეც -ანამტვრევები.თავირიბრეტუშიანსაფხეკები, (მარაოსებრივი ) საფხეკები.საჭრისები ,საფხეკ- საჭრისები.
შენიშვნა:    გათხრების შედაგეად სტრატიგრაფიულ ჭრილში გამოჩნდა 6 ლითოლოგიური შრე. ზურტაკეტის ეხი თავისი ტექნიკურ-ტიპოლოგიური ნიშნებითა და შედარებითი ანალიზის საფუძველზე იგი მეზოლითური ეპოქის შუა საფეხურს მიეკუთვნება.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  206,207




სვანთა - სავანე
მიაკვლია და შეისწავლა    1963-1966 წწ.  შეისწავლა  შავიზღვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნ. ბერძენიშვილისა და  გ. გრიგოლიას ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1958 წ.
მდებარეობა    ქ. სოხუმთან ჩრდილო-დასავლეთით  მდ. ამტყელისა და ჯამპალას შესაყარში, მდინარის ზედაპირიდან 30მ.- ის სიმაღლეზე.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მეოთხეული პერიოდის ნაშთები: მღვიმის დათვი,
მურა დათვი, ჯიქი, დომბა, ჯიხვი, შველი, ირემი.
აღმოჩენილი ნივთები    ქვის ნაწარმის 4504 ერთეული . დისკოსებური (მუსტიეური) , პრიზმისებური (ზედა პალეოლითური) ნუკლეუსები.სწორი, მრავალწახნაგა, მსხვილი, წელში გაღუნული ლამელები.ზურგიანი დანები.
 საფხეკები.ზედა პალეოლითური: სახვრეტები,
დაკბილული იარაღები, გვერდაბლაგვული მიკროლამელები.
შენიშვნა:    სვანთა - სავანე  მღვიმეში დალექილი  ოთხი ფენიდან პალეოლითური ნაშთები აღმოჩენილია მე-2 ფენაში, რომელიც ძირითადად კირქვის ფენას წარმოადგენს.  იარაღის დასამზადებლად გმოყენებულია მერგელი, კაჟი, გვქვდება რიყის ქვის ნაშთებიც, ობსიდიანი კი რამდენიმე ცალია.
ქვის ინდუსტრია ორი სხვადასხვა პერიოდის - ზედაპალეოლითური და მუსტიეური - სახითაა წარმოდეგნილი. ეს უკანსკნელი  მხოლოდ 14 ცალია.  მუსტიუერი იერის ნაწარმი მონაცრისფრო და შედარებიტ უხარისხო კაჟიდან არის დამზადებული, ხოლო  ზედაპალეოლითური იარაღების უმრავლესობის დასამზადებლად კარგი ხარისხის მოვარდისფრო - მოწითალო ფერის კაჟია გამოყენებული. სვანთა - სავანე  მღვიმეში სრულიად უცნობია გვიანზედაპალეოლითური ძეგლებისათვის დამახასიათებელი ე.წ. გრავეტის ტიპის იარაღები.
 საქართველოს ზედპალეოლითის ადრეული ძეგლად მიჩნეულია, აგრეთვე, ხერგულის კლდე.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  157,158

ხორშის ნამოსახლარი.
მიაკვლია და შეისწავლა    1976 წ. აღმოაჩინა და -1981 წ. შეისწავლა სამეგრელოს ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გ, გრიგოლიას ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1974წ.
მდებარეობა    ცხაკაიას რნ.სოფ. ხორმში მდ. მაღლაკონის მარცხენა ნაპირის 20მ. სიმაღლის ტერასაზე. აღვის დონიდან 132 მ. სიმაღლეზე.
მღვიმის აღწერილობა    20-25 სმ. დიამ. ბოძების საყრდენი ცილინდრული განლაგება მოწმობს, რომ  სწორკუთხა გეგმა ჰქონია,არის სამი ნაგებობის კვალი.ნაპოვნია კერის ოვალური ორმოები.
აღმოჩენილი ნივთები    საბეგვლები,წერაქვისებური დაკბილული იარაღები,
სატლელები,
შენიშვნა:    ისევე როგორც ყველა ადრენეოლითურ ძეგლს  კერამიკა არ ახასიათებს. გ. გრიგოლია ამ ძეგლს ნეოლითის პირველი ნახევრით ათარიღებს.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  235,236


მღვიმე წოფი
მიაკვლია და შეისწავლა    1957 -1958 წწ. შეისწავლა ხრამის ხეობის ექსპედიციის წევრმა გ. გრიგოლიამ.
აღმოჩენის თარიღი    1957 წ.
მდებარეობა    ქვემო ქართლის სამხ.-აღმ. ნაწილი.მდ.დებადას და მდ ბანაწყლის მარცხენა. ნაპირზე წოფის გორის სამხ.ფერდობზე.
მღვიმის აღწერილობა    ნაპრალის ტიპის მღვიმე.დერეფნისებურია, გახსნილია აღმოსავლეთისაკენ. სიღრმე 18მ. სიგანე შეს. 4 მ. ცენტრალური ნაწილი 5.60მ. ბოლო კი 2.80მ. საერთო ფართობი 70კვ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    დომბა,გარეული ცხენი,მღვიმის დათვი,კეთილშობილი ირემი,რუხი კურდღელი,ბეწვიანი მარტორქა,დაღესტნის ჯიხვი,მგელი,ოქოტონა,ჯიხვი,და სხვ.
აღმოჩენილი ნივთები    28000 ქვის ნივთი 478 ძვალი და კბილი.სახვრეტები, სახოკები,
საჭრისები,დანა-სახოკები,კომბინერებული იარაღი, ნისკარტისებური იარაღი.
გამოყენებული ტექნიკა    კონტურსდაქვემდებარებული რეტუში.საფეხუროვანი ფართოფაცეტოვანი რეტუში.დაკბილული რეტუში.
შენიშვნა:    წოფის მღვიემ ადრეულ მუსტიეს ხანაში პირველყოფილი ადამიანის ხანგრძლივ სადგომს წარმოადგენდა.
ვ.ლიუბინი და დ. თუშაბრამიშვილი წოფის ქვის ინვენტარს შარანტის ტიპის კინას ფაციესისს მუსტიეური კულტურის მსგავს ინდუსტრიას მიაკუთვნებენ.
კახეთის აშელურ ძეგლთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა შუააშელის ხანის სტრატიფიცირებული მრვიმისგარე სახელოსნი ზიარი. იგი საქართველოში გამოვლენილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი აშელური სტრატიფიცირებული „ღია“ ადგილსამყოფელკია, სადაც მრავალრიცხოვან ზედაპირულ მასალასთნ ერთდ აღმოჩნდა თავისი თვდაპირველი განლაგების ადგილზე უძრავად დაცული კულტურული ფენა.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  117-120.


ქვედის მღვიმე
მიაკვლია და შეისწავლა    1959წ. აღმოაჩინა კავკასიონის სამხრეთ კალთების არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალ. კალანდაძის ხელმძღვანელობით..
1974 წ. განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები ლ.წერეთელის ხელმძღვანელობით
აღმოჩენის თარიღი    1959წ.
მდებარეობა    ონის რაიონში მდ. ჯეჯორის მარცხენა შენაკადის მდ. ქვედრულის მარცხენა ნაპირზე, ბოჭონას მთის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიქცეულ დაახლოებით 30-40 მ. სისქის კირქვის კასტრულ ზონაში, ზღვის დონიდან 1500 მ. სიმაღლეზე.
მღვიმის აღწერილობა    შესასვლელის სიმაღლე 8.5 მ., ხოლო სიგანე 8 მეტრს არ აღემატება.
აღმოჩენილი ნივთები    თხელწიბოიანი გვერდრეტუშიანი ,თავირიბრეტუშიანი მიკროლამელები.თავსწორრეტუშიანი მიკროსაფხეკები.
საჭრისები,სახვრეტები,რიყის ქვის ლამელები.
შენიშვნა:    ქვედის მღვიმეში კულტურული ფენების თნმიმდევრობით თხრამ ცხადი გახადა, რომ ქვედის მღვიმეშ სხვადასხვა ეპოქის ადამიანთა ცხოვრების ნაშთია დარჩენილი, სახელდობრ ადრეფეოდალური, ბრინჯაო- ენეოლითური და მეზოლითური ხანისა. მეზოლითს მე-4 კულტურული ფენა განეკუთვნება. ესაა მოყვითალო ღორღნარევი თიხნარი.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  201












თეთრი მღვიმე
მიაკვლია და შეისწავლა    1974-1975 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  ალ.კალანდაძის ხელმძღვანელობით.
1976 წლიდან კი გააგრძელა არქეოლოგიური სამუშოები კ. კალანდაძემ.
აღმოჩენის თარიღი    1974წ.
მდებარეობა    წყალტუბოს რაიონი სოფ. ხომული . კურორტ  წყალტუბოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ. დაშორებით, ზღვის დონიდან 100 კმ. დაშორებით მდებარეობს.
მრვიმის აღწერილობა    კასტრული წარმოშობის. წარმოადგენს მიწიქვეშა დახშულ სივრცეს, რომლის ფართობი 2000 მ.ია. შედგება ერთი მეორისაგან სტალაგმიტ-სტალაქტიტებით გამოყოფილი დარბაზებიდან, რომელთა თაღოვანი ჭრი და კედლები დაფარულია ტეთრად მოელვარე კალციტის ნარვენთებით.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    ზედაპალეოლითურ ფენაში აღმოჩენილია: მღვიმური დათვი,
კეთილშობილი ირემი,ბიზონი,მგელი,მაჩვ-ზღარბი.
აღმოჩენილი ნივთები    ზედაპალეოლითურ ფენაში აღმოჩენილია:შრომის იარაღები: საჭრისები,საფხეკები, კომბინირებული იარაღები, ახვრეტები, ნუკლეუსები, ლამელები, ანატკეცები.
შენიშვნა:    თეთრ მღვიმეში დადგენილია 2 კულტურული ფენის - ზედაპალეოლითური და ენეოლითური - არსებობა. ზედაპალეოლითური ნაშთები სტრატიგრაფიული ჭრილის მე-4 ფენაში აღმოჩნდა, რომელიც მღვიმის თანამედროვე იატაკიდან დაახლოებით 3 მ. სიღრმეზე მდებარეობს. ენეოლითური ნაშთები კი მეორე ფენაშია მიკვლეული. თეთრ მღვიმეში ცხოვრება განახლებულა ენეოლითის ხანაში, რომლის ნაშთები მღვიმის მძლავრ კულტურულ ფენაშა აღმოჩენილი.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  188,189.






ოდიშის ნამოსახლარი
მიაკვლია და შეისწავლა    1936წ.არქ. ალ.კალანდაძემ.
აღმოჩენის თარიღი    1936წ.
მდებარეობა    ქ. ზუგდიდის ჩრდილო - აღმოსავლეთით 6კმ. მანძილზე, ს. ოდიშში, მდ. ჯუმას მარჯვენა ნაპირის თავსწორ ზეგანზე, ზღვის დონიდან 273 მ. სიმაღლეზე.
აღმოჩენილი ნივთები    5050 ერთ.ეული:სხვადასხვა ფორმის წარმოების ნარჩენები.
ბრტყელი,სწორკუთხა და დისკოს ფორმის ნუკლეუსები.
მარტივი ცალმხრივი , თავსწორრეტუშიანი  საჭრისები.
მსხვილფაცეტიანი რეტუშირებული საფხეკები,
ამოღრული საფხეკები. მიკროსახვრეტები,გრძელი სახვ.
ორმხრივლესილი გვერდწახნაგიანი „წაკვეთილი“ ცულები.
სატეხ- სათლელები,ხელჩაქუჩები,საბეგველები,
სახეხები,სანაყების ფილთაქვების საპრიალებლები,
ხელსაფქვავები,ბარისებური იარაღი,წერაქვისებური, შუბიესეური მაკროლით.დაზიანებული დახვრეტილი იარაღი.
შენიშვნა:    იგი ცნიბილი გახდა, როგორც მეზოლითური და ნეოლითური ფენების შემცველი ძეგლი, თუმცა არქეოლოგი ნ. ხოშტარია მას იმთავითვე ერთფენიანდ  მიიჩნევდა და ადრენეოლითით ათარიღებდა.  თუმცა ფენთ რაოდენობის საკითხი დიდხანს გადაუწყვეტელი რჩებოდა. მხოლოდ ანასეულში ნეოლითის ორი სხვადასხვა საფეხურიდ (ადრეული და გვიანი) ძეგლების  (ანასეული I –II) აღმოჩენისა და შესწავლის შედეგად გაირკვა , რომ ოდიში გვიანნეილითური ხანის ერთფენიანი ძეგლია.
სადღეისოდ ცნობილი ამიერკავკასიის ძეგლებს შორის ოდიში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და მრავალმხრივი კომპლექსია. იარაღების ძირითდი ნაწილი დამზადებულია კაჟისა და რიყის ქვის სხვადასხვა ქანებისგან.
ოდიშის ნამოსახლარზე დიდი რაოდენობით იყო ნაპოვნი რიყის ქვია დაზიანებული იარაღების ნაწილები. ბევრია უხეშად გათლილი და ნაწილობრივ გახეხეილ- გაპრიალებული, დაუმთავრებელ იარაღთა ცალები და ნამზადები. ასევე დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ნამოსახლარს ახასიათებდა  სწორკედლა, ბრტყელძრა, უყურო, პირგადაშლილი, ხელით ნაძერწი ქილისებური მოყვანილობის ჭურჭლები. თიხა მოვარდისფერო-მონაცრისფერო -სუსტადაა გამომწვარი, მასში ჭარბადაა შერეული კირისა ქარსის და კვარცის ნამცეცები.
ოდიშის ნამოსახლარი ტიპიური გვიანნეოლითური ძეგლია.
ოდიშის ტიპის  მეორე  გვიანნეოლითური ძეგლია - კისტრიკის ნამოსახლარია.  კისტრიკის ნეოლითური კოლექცია დასავლეთ ამიერკავკასიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლექსია.

გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  247-249.


ეძანის ეხი
მიაკვლია და შეისწავლა    1936 წ. არმოაჩინა ბ. კუფტინმა.
1963-1964 წწ. შეისწავლა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ხრამის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  ნ.  ბერძენიშვილის ხელმძრვანელობით.
მონოგრაფიულად შეისწავლა მ. გაბუნია.
აღმოჩენის თარიღი    1936 წ.
მდებარეობა    დაბა წალკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. ხრამის მარცხენა  ნაპირზე. ეხი ხეობის ფუძიდან 20-25 მეტრის სიმაღლეზეა, ხოლო ზღვის დონიდან 1600 მ-ის. სიმაღლეზე მდებარეობს, მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.
მრვიმის აღწერილობა    სადგომის სიგანე 6-7 მ. სიღრმე 3მ. სიმაღლე 1 მ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    კეთილშობილი ირემი, ჯეირანი,კანჯარი,ძროხა,გარეული ღორი.
აღმოჩენილი ნივთები    21328 ერთეული:კონისებური, პრიზმული, სევდოფანქრისებული ბრტყელი სოლისებური, ორფუძიანი, ერთფუძიანი ნუკლეუსები.
ურეტუშო,გვერდრეტუშიანი,გვერდდაბლაგვული , აკბილული, თავამორარული  ,მიკროლითური ლამელა.ოვალურსამუშაოპირიანი,
თავირიბრეტუშიანი,თავსწორრეტუშიანი,თავმოღრული,მაღალი, მრგვალი,დუბლირებული ,ნუკლეუსისებური,მარაოსებური,
ნისკარტისებური,საფხეკები.მრავაფაცეტიანი, ორმაგი
საჭრისები.სამკუთხა ჩასართები.გრავეტისებური,
მიკროგრავეტისებური,წვეტანები.სახვრეტები,ბურღისებური იარაღები,ისრისპირა,შუბისპირისებური იარაღები.
ჯეირნის რქის რეტუშორი.რიყის ქვის გრდემლი და ხელჩაქუჩი.
შენიშვნა:    ბ. კუფტინმა ოციოდე იარაღი გამოაქვეყნა და  წინასწარულად ძეგლი მეზოლიტური ასაკით დაათარიღა.
არქეოლოგიურმა გათხრებმა ეძანში შრეთა შემდეგი თანმიმდევრობა გამოავლინა (ზომოდან ქვემოთ).
1.    კორდოვანი ფენა
2.    მოშავო მოყავისფერო თიხნარი
3.    გადამწვარი, უთუოდ ვულკანური ლავის ნაკადთნ კონტაქტის გამო მოწითალო- მოყვითალო ფერის დედაქანი.
მასალა ძირითადად ობსიდიანისაა, დანარცენი კი კაჟი და იასპია.. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, რომ ეძანის ეხი ძირითადად სადგომ -სახელოსნოს წარმოადგენდა.
ეძანის კომპლექსის ტიპოლოგიურ- სტატისტიკური და შედარებითი ანალიზის საფუძველზე იგი განვითარებული მეზოლითით თარიღდება.
ფაუნის მიმოხილვა საფუძველს გვაძლევს ვტქვათ, რომ მეზოლითურ დროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში უმთავრესად ნახევრადსტეპური პირობები იყო გაბატონებული , ამასთანავე საკმაოდ ყოფილა გავრცელებული მტისა და ჭალის ყუეები. ჰავა უნდა ყოფილიყო ზომიერად თბილი და შედარებით მშრალი.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  211-213.




ქვედაპალეოლითური მრავაფენიანი მღვიმე ჯრუჭულა I - I I ფენები
I ფენა
მიაკვლია და შეისწავლა    1958 წ.აღმოაჩინა და 1959-1966 წწ.  შეისწავლა ს.ჯანაშიას სახელობის. საქ.სახელმწიფო  მუზეუმის  ყვირილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ. თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1958 წ.
მდებარეობა    ჭიათურის რაინში სოფ. ქვემო ზოდი მდ.ყვირალას მარჯვენა  შენაკადის მდ. ჯრუჭულას მარცხენა ნაპირზე 600 მ.სიმაღლეზე.
მღვიმის აღწერილობა    კირქვებში გამომუშავებული კრისტალური მღვიმეა.
შესასვლელით დამხრობილია ჩრდილო - აღმოსავლეთისაკენ. ნათელია, მშრალია.სიღრმე 17მ. საგანე ცენტრალური ნაწილი 11მ.  სიმაღლე 6 მ.
აღმოჩენილი ნივთები    ნუკლეუსები,ანატკეცები,ლამელები,სახოკები,ლიმასები,
წვეტანები, საფრეკები,საჭრისები, დანები,კომბინირებული იარაღები.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი,კეთილშობილი ირემი,დომბა,
მერკის მარტორქა,შველი,გარეული ცხენი ,არჩვი,
აღმოსავლურ კავკასიური თხა,ზაზუნა, და სხვ.
I I ფენა

აღმოჩენილი ნივთები    ნეანდერტალოიდის ზედა საძირე კბილი,ლამელები,
სახოკები,წვეტანები, საფრეკები,საჭრისები,.
შენიშვნა:    ჯრუჭულის I ფენაში წარმოდგენილი იარაღები ორმხრივად დამუშავებული და შატელპერონის ტიპის მსგავსი ნაკეთობებია. იარაღების უდიდესი უმრავლესობა დამზადებულია ლევალუაურ ლამელებსა და ანატკეცებზე. წამყვანი იარაღია წვეტანები, რომელიც დამუშავების მაღლი ტექნიკით გამოირჩევიან. იარაღებში რაოდენობით მეორე ადგილზეა სახოკები. მათი უმეტესობა სწორსამუშაო პირიანია.
ჯრუჭულის I ფენაში წარმოების ნარჩენების სიმცირე და იარარების ძალიან მაღალი ხვედრითი წილი მიუთითებს, რომ იარაღების უმრავლესობა სხვაგან, კაჟისა თუ არგალიტის გამოსავლების მახლობლად მზადდებოდა და აქ ისინი უკვე გამზადებული მოჰქონდათ, ხოლო პატარა კერებისა და ცხოველთ ძვლების დიდი რაოდენობით აღმოჩენა მოწმობს, რომ მღვიმე იმ დროს მონადირეთა დროებით ბანაკს წარმოადგენდა.
ჯრუჭულის I I ფენის მრავალრიცხოვანი ქვის მასალა აღმოჩნდა. მათი უმეტესობა თვმოყრილი იყო დიდი კერის ირგვლივ. წარმოების ნარჩენები აქ მთლი კოლექციის 70 % შეადგენდნენ, რაც მოწმობს, რომ ქვის პირველადი და მეორადი დამუშავებაც ადგილზე ხდებოდა. გამოვლენილი კერის სიმძლავრე კი და მის გარშემო მობნეული წარმოების ნარჩენების სიმრავლე გვაუწყებს, რომ  I I კულტურული ფენის წარმოქმნის ხანაში ჯრუჭლის მღვიმე პირველლყოფილ ადამიანთა ხანგრძლივი სდგომი ყოფილა.
ჯრუჭულის  I I ფენაში გაბატონებულია ქვის გაპობა -ატკეცის ლევალუაური ტექნიკა. ნუკლეუსები ძრითდად ერთფუძიანია, ორფუძიანი მრავალფუძიანია. ანატკეცც- ლამელბის უმრავლესობა ლევალუაურია. ანატკეცები შედარებით მსხვილია, ხოლო ლამელები მოკლე და მასიური, მაგრამ, როგორც წესი, მათ დარტყმის მოედნები შესწორებული აქვთ რეტუშებით.
ჯრუჭულის მღვიმის I I კუკლტურული ფენის ქვის მასალაც ლამელარული, ფაციტირებულია და ტიპიური მუსტიეს ლევალუაურ ფაციებს მიეკუთვნება.
დ. თუშაბრამიშვილი ჯრუჭულის მღვიმის I კუკლტურული ფენის მასალას გვიანი მუსტიეს დასასრულით, მისი ფინალით ათარიღებს, ხოლო I I ფენისას ამ ეპოქის შუა  ან ადრეული საფეხურით. ორივე ფენა ვიურმის გამყინვარების პირველ ნახევარში თავსდება.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  247-91-94.






ჭახათის ეხი
მიაკვლია და შეისწავლა    1960-1962 წწ. გაიტხარა და შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს შავიზღვისპირეთის  პალეოლითურმა ექსპედიციამ ნ.ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1954 წ.
მდებარეობა    ქ. ქუთაისის ჩრდილო - აღმოსავლეთით გარეუბანში, მდ. წყალწითელას მარჯვენა ნაპირზე.
მდ. დონიდან 11მ. სიმ.
მღვიმის აღწერილობა    კარსტული ეხი გამომუშავებულია ჭახეთის კლდის კირქვის შვეულ კედელში, მდინარის დონიდან 11 მ. შედარებით სიმაღლეზე, მშრალია, ნათელია, მისი სიღრმე 7 მ. სიგანე 9 მ.სიმაღლე 4მ.
აღმოჩენილი ნივთები    მუსტიერი დროის კაჟის 500 ნივთი. ლევალუაური,არალევალუაური ნუკლეუსები,
ფაციტირებული წვეტანები, სახოკები.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი,კეთილშობილი ირემი,ჯიხვი,მდ. თახვი,
კავკასიური ჯიხვი,ტახი, მგელი,შველი, კვერნა,და სხვ.
გამოყენებული ტექნიკა    კონტურსდაქვემდებარებული დაკბილული რეტუში.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  102,103.












საგვარჯილეს მღვიმე
მიაკვლია და შეისწავლა    1951 წ.ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ ქვის ხანის ნაშთების შემცველი კულტურული ფენების არსებობა დაადგინა.1952 წ.ექსპედიციამ  ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით  გამოავლინა სრული სტრატიგრაფიული მდგომარეობა მთელი სისრულით გამოავლინა.
აღმოჩენის თარიღი    1951წ.
მდებარეობა    თერჯოლის რაიონის სოფ. ძევრში.
მღვიმის აღწერილობა    ქვის ხანის მრავალფენიანი ძეგლი.მღვიმის სიგანე შესასვლელთან 37 მ. სიგრძე 13 მ.  მრვიმე ბუნებრივი მოხაზულობით მისი ჩრდილო- აღმოსავლეთი ნაწილი კლდეში უფრო ღრმადაა შეჭრილი, სადაც ჭერის სიმაღლე 22მ. აღწევს. სამხრეთი მიმართულებით მღვიმე თანდათნ ვიწროვდება და შემდეგ მისი ჭერი მახვილი კუთხით უერთდება იატაკს.
აღმოჩენილი ნივთები    18480 ერთ.ეული: წარმოების ნაშთები,  რეტუშირებული ლამელები,კონუსური, პრიზმული, ბრტყელი ,სოლისებური
ნუკლეუსები.სხვადასხვ ზომის ანატკაცები.  საფხეკები,
საჭრისები,სახვრეტები, შალაშინები, ქუსლმოღარული ისრისწვერები.მიკროლითური იარაღები.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მურა დათვი,შველი,კეთილშობილი ირემი, კავკასიური ჯიხვი. ზედა პალეოლითურ ფენებში მოპოვებულია:
გარეული თხა, კეთილშობილი ირემი, ველური ცხენი,
მგელი.
შენიშვნა        საგვარჯილეს მღვიმეში გათხრების შედეგად სამ დიდ უბანზე გამოვლინდა ძირითდად ოთხი კულტურული ფენა: ძველი ქვის ხანის, რომელიც 5 ფენის სახითაა წარმოდგენილი, ახალი ქვის ხანის, ენეოლითური და გვიანი დროის. 13 მეტრის სისქის დანალექებში, რომლებიც 26 გეოლოგიური ფენების სახითაა წარმოდგენილი გამოიყოფა 5 ზედაპალეოლითური კულტურული ფენა, რომელთა ლითოლოგიური შემადგენლობა ძირითადად ერთგვაროვანია. ფენები შექმნილია ხანგრძივი დროის განმავლობაში კირქვების გამოფიტვა - დაშლის შედეგად შევსებული თიხამიწების დელუვიური ნალექებით. მღვიმის იატაკის ცალკეულ უბნებზე დადგენილია ალუვიური ნალექებიც.
კულტურული ფენები ერთმანეთისგან გამოიყოფა სტერილური ფენებით. როგორც სტრატიგრაფიული მონაცამებით, ისე არქეოლოგიური ნაშთების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საგვარჯილეს ყველაზე უძველეს დანალექ ფენას წარმოადგენს  მეხუთე ფენა. (13მ სიღრმეზე) ფენაში აღმოჩნდა ზედა პალეოლითის ყველაზე უფრო ადრინდელი საფეხურისთვის დამახასიათებელი კაჟის იარაღები და მუსტიეური ელფერის იარაღებიც. ინვენტარში ნათლად ჩანს მუსტიეური და ზედაპალეოლითური წარმოების წესების ერთდროულად არსებობა. მუსტიეური ტექნიკით ნაკეთები იარაღები დომინირებენ. ე.ი. უკვე გაჩენილია პროგრესული ელემენტები და შემზადებულია საფუძველი ზედა პალეოლითის უფრო განვითარებული კულტურის შესაქმნელად.ზედპალეოლითური იარაღები უფრო სრულყოფილინა  სახეებით წარმოდგენილი საგვარჯილეს 4-2 პალეოლითურ ფენებში. 
საგვარჯილეს მე-5 ფენის მასალებთან ქვის დამუშავების ტექნიკის ცალკეული ნიშნებით ახლო კავშირშია სვანთა - სავანის მასალები.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  155,156.




ხერგულის კლდე
მიაკვლია და შეისწავლა    1917წ. აღმოაჩინა პოლონელმა არქეოლოგმა სტ. კრუკოვსკიმ.
1967 წ. შეისწავლეს  ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით. 
1968-1973 წწ.  გაგრძელდა გაგრძელდა მოკლევადიანი საველე სამუშაოები.
აღმოჩენის თარიღი    1917წ.
მდებარეობა    ჭიათურის რაიონის სოფ. ვაჭევში, სოფლის ცენტრიდან ორიოდე კმ-ით დაშორებულ მდ. ხერგულას ხეობაში მდ. დონიდან 20მ. სიმაღლეზე, ხეობის ორივე სანაპიროს კირქვებში გამომუშავებულია მრავალი კარსტრული მღვიმე და კლდოვანი ეხი.
აღმოჩენილი ნივთები    პრიზმული , კონუსური ნუკლეუსები.
საჭრისები, სახოკები, წვეტანები. და სხვ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმის დათვი, მურა დათვი, კვერნა, მაჩვი, ბიზონი, კავკასიური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, კავკასიური ლოსი, შველი, გარეული ღორი.
შენიშვნა       ხერგულის კლდე განეკუთვნება პალეოლითელთა საცხოვრისს - სახელოსნო ძეგლთა ტიპს. კაჟის ინვენტარი ძირითადად ზედაპალეოლითურია. შეინიშნება მუსტიეური ტრადიციებიც. 
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  159,160.


მღვიმე  ოქუმი  I
მიაკვლია და შეისწავლა    1964 – 1972 წწ მიაკვლია და შეისწავლა შავიზღვისპირეტის ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით .
აღმოჩენის თარიღი    1964წ.
მდებარეობა    სოფ. ოქუმის ჩრდილო-აღმოსავლეთი მდ. ოქუმის მარჯვენა  ნაპირზე სოფლის ცენტრიდან 4 კმ-ის დაშორებით.
მღვიმის აღწერილობა    შესასვლელი აღმოსავლეთისკენაა მიქცეული, სიგანე შესასვლელთან  7 მ. სიმაღლე 3 მ. სიგანე 11 მ. 
აღმოჩენილი ნივთები    ნუკლეუსები, ანატკეცები, ანატკეც -ანამტვრევები,
ლამელები, საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები და სხვ.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, პირველყოფილი დომბა, გარეული თხა, მრვიმის დათვი, მურა დათვი, და სხვ.
გამოყენებული ტექნიკა    ლამელარული ტექნიკა.
შენიშვნა     მღვიმეში ოქუმი  I   გათხრების შედეგად ზედაპალეოლითური ხანის 5 კულტურული ფენა გამოვლინდა. ჭრილში დადგენილი 8 გეოლოგიური ფენიდან მე-4 -8 ფენები ზედაპალეოლითის დროის ფენებია. ათასობით კაჟის იარაღი და წარმოების ნაშთები მიუთითებს იმაზე, რომ აქ ადამიანს ხანგრძილავად უცხოვრია.  ოქუმის მღვიმე მდიდარი გამოდგა მეოტხეულის ცხოველთა ნაშთებით.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  186,187.



იაშთხვის  მღვიმური ნაბინარი
მიაკვლია და შეისწავლა    1958 წ. აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, შავიზღვისპირეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ . ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით/.
1959,1960,1962წწ.  გაგრძელდა არქეოლოგიური გათხრები.
აღმოჩენის თარიღი    1958 წ.
მდებარეობა    ქ. სოხუმის რაინში იაშთხვის დასავლეთით ფერდობის შუა ნაწილში, მდ. გუმისთის მარცხენა ნაპირზე ზღვის დონიდან 300მ. სიმაღლეზე. 
აღმოჩენილი ნივთები    15 კაჟის ერთეული:გრავეტისნაირი მიკროწვეტანები,
 გვარჯილის კლდის ტიპის წვეტანები, გვერდრეტუშიანი მიკორლამელები,სახვრეტები,თავგვერდრეტუშიანი  ჩასართები.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მღვიმური დათვი.
შენიშვნა    იაშთხვის  მღვიმური ნაბინარის სტრატიგრაფიულ ჭრილში 4 ლითოგრაფიული ჰორიზონტი იქნა დადგენილი. მეზოლითური მასალა შეესაბამებოდა ჰუმუსქვედა ჰორიზონტს. ესაა კირქვის ღპრღნარევი მოყვითალო თიხნარი. იაშთხვას ეს კპმპლექსი თავისი მორფოლოგიური ნიშნებით ადრე მეზოლიტს განეკუთვნება. ის კარსტრული ნაბინარი დროებით სადგომს წარმოადგენდა.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  201,202




ქვაჭარის მღვიმე
მიაკვლია და შეისწავლა    1958 წ. აღმოაჩინა  შავიზღვისპირეთის შემსწავლელი არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით და შეისწავლა იგი ლ.წერეთელმა. . შეისწავლა ლ.წერეთელმა.
აღმოჩენის თარიღი    1958 წ.
მდებარეობა    სოფ. წებელდის ჩრდილო-აღმოსავლეთით მისგან 4 კმ. დაშორებით სოფ. ყადის მიდამოებში. ზღვის დონიდან 750 -753მ, ხოლო ქვაჭარის მშრალი ხეობიდან დაახლოებით 250-300მ. სიმაღლეზე. ხეობა შექმნილია დროებიტი რვარების ეროზიული მოქმედების შედეგად. მღვიმე განვითარებულია ძლიერ დანაპრალებული და საკმარისად მკვრივი ზედა ცარცის ბრექჩიული კირქვების მასიურ წყებაში.
მღვიმის აღწერილობა    შესასვლელი თაღისებურია, პირით დამხრობილია აღმოსავ-კენ. სიღმე 90 მ. სიმაღლე 1.80მ. მღვიმის შესასვლელიდან დაახლოებით 60 მ-ის დაშორებით წარმოქმნილია კარსტრული ჭა.
აღმოჩენილი ნივთები    143 ერთეული: კონუსური , პრიზმული,ბრტყელი ფორმის
ნუკლეუსები.საფხეკები,(მრავალფაცეტიანი) საჭრისები,
ვერდრეტუშირებული სახვრეტები.შალაშინები,
სათლელები,შატელპერონის ტიპის დანები,.
ქვის , ძვლის ნაკეთობა:სადგისები,ხელშუბისპირები,
საპროალებლები,ნიჩბისნაირი იარაღი,
ძვლის ხელშუბისპირები.
(homo sapiens ) ორი ქვედა ყბა.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    მწაბლისფერი  დათვი,ჯიქი,მელა,მგელი,ვეფხვი,
კეთილშობილი ირემი, კავკასიური ჯიხვი,შველი,
 გარეული ცხვარი, ომანა.
გამოყენებული ტექნიკა    მიკროლითური ტექნიკა.
შენიშვნა   
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  202-204





ჯამპალის ეხი
მიაკვლია და შეისწავლა    1966წ.  აღმოაჩინა  შავიზღვისპირეთის შემსწავლელი არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით. 1967 წ. ეხი მთლიანად გათხარა და შეისწავლა ლ. წერეთელმა.
აღმოჩენის თარიღი    1966წ. 
მდებარეობა    კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე  მდ. ამტყელისა და ჯამპალის შესაყარიდა 230 მ-ის დაშორებით.
მღვიმის აღწერილობა    ეხი გამომმუშავებულია კირქვის მასივში. ეხის სიგანე 6.20მ.სიგრძე 4მ.შესასვლელთნ სიმ. 2.30 სიღრმეში 60 სმ. შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით არის მიმართული.
აღმოჩენილი ნივთები    390 ერთ.ეული: ანატკეც-ანამტვრევები,ურეტუშო ლამელები.
კონუსური, პრიზმული ნუკლეუსი.საფხეკები,საჭრისები
სახვრეტები,გეომ. მიკროიარაღები,გვერდებდაბლაგვებული , თავირიბრეტუშირებული მიკროლამელა.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    კეთილშობილი ირემი, გარეული ღორი,მურა დათვი.
გამოყენებული ტექნიკა    მიკროლითური ტექნიკა
შენიშვნა    მცირერიცხოვანი ნაშთების საფუძველზე და თვით ეხის მცირე მოცულების გამო დგინდება , რომ ჯამპალის ეხი დროებით სადგომს უნდა წარმოადგენდეს.
გათხრილ ფართობზე ფენათა განლაგების სტრატიგრაფიული ჭრილი შემდეგია:
•    ჰუმუსი - მოშავო- მონაცრისფერო თიხები, ღორღის სუსტი ჩანართით, მცირე რაოდენობით არქეოლოგიური ნაშთების შემცველი სისქე 71 სმ.
•    მოშავო-მონაცრისფრო ფენა კირის ღორღით შემკვრივებული. ამ ფენამ მოგვცა ძირითადი მეზოლითური მასალა, სიმძლავრე 10-15 სმ.
•    დედაქანი კირქვის.
მეზოლითური მასალა ძირითდადა წარმოდგენილი იყო შესასვლელთნ, ცენტრალურ ნაწილში და აგრეთვე, კერის მიდამოებში.
ტექნიკური -ტიპოლოგიური  ნიშნების მიხედვიტ ჯამპალას ეხის ასაკი განვიტარებული მეზოლითით განისაზღვრება.
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  205,206.


კინტრიშის ნამოსახლარები (ხუცუბანი,ქობულეთი)
მიაკვლია და შეისწავლა   
აღმოჩენის თარიღი    1959წ. 
მდებარეობა    სოფლების ქონულეთის და ხუცუბნის საზღვარზე მდ. კინტრიშს მარჯვენა ნაპირზე დაახლოებიტ 5 მეტრის სიმაღლის ტერასაზე.
აღმოჩენილი ნივთები    5261 ერთეული:მიკროლითური მიკროლითური ხასიათის ტექნ.ქრიზმისებური.კონუსებური,ფანქრისებური ნუკლეუსები.სწორწახნაგა, დანისებური, გვერდრეტუშირებული ლამელები,ცალმხრივი,ორმხრივი და თავრეტუშირებული საჭრისები,მომრგვალო, ოვალური მაღლი, ორმაგია,ამოღარული,თავირიბ და თავსწორეტუშირებული საფხეკები.სახვრეტები,
დანები,სამკელი დანები.რიყის იარაღები:შურდულის ქვა, საწაფი.
შენიშვნა    იარაღების უმრავლეოსობა ლამელებზეა ნაკეთები.
ქობულეთის ნამოსახლარის უძრავ კულტურულ ფენაში ნაპოვნი იყო ბოძების საყრდენი ორმოები, მათი განლაგების საფუძველზე იქმნება აზრი, რომ აქ საცხოვრებელ ნაგებობას ოტხკუთხა ფორმა უნდა ჰქონოდა.
კინტრიშის ნამოსახლარების ქვის დამუშავების ტექნიკისა და იარაღების ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ძეგლები დიდ სიახლოვეს იჩენენენ გვიანმეზოლითურ კომპლექსებთან და თავისი ფესვებით მჭიდროდ უკავშირდებიან მათ. ძეგლების შედარება ცხადყოფს, რომ კინტრიშს ნამოსახლარებს შუალედური ადგილი უჭირავს გვიანმეზოლითურსა და ადრენეოლითურ კომპლექსებს შორის.
დასავლეთ საქართველოში უკვე გვაქვს მრავალფენიანი ძეგლები - დარკვეთის ეხები და აფიანჩას მღვიმე, ადრენეოლითის უძრავის კულტურული ფენებით.  თუ აქამდე მხოლოდ ტიპოლოგიური შედარებიტი ანალიზის საფუძველზე ხდებოდა, აღნიშნული ძეგლების აღმოჩენის შედეგად მის გამოყოფას სტრატიგრაფიული მონაცემებიც დაედო  საფუძვლად. ზემოარნიშნულის  გარდა , ადრენეოლიტური საფეხურის დასახასიათებლად გვაქვს, აგრეთვე ღია ნამოსახლარები - ხორში, მელოური, ზემო ლემსა, მათგან პირველ ორზე ნაწილობრივ უძრავი ფენები იყო მიკვლეული .
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  228,229


ღუმურიშის ნამოსახლარი
მიაკვლია და შეისწავლა    1969-1973წწ. საქართველოს შავიზღვისპირეთის ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციამ  ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, ნეოლითური რაზმის მიერ კ. კალანდაძის მეთაურობით.
აღმოჩენის თარიღი    1969წ.
მდებარეობა    ქ. გალის ჩრდილოეთით 11კმ. მანძლზე მდ.ოქუმის მარცხენა  ნაპირის მესამე ტერასაზე, ზღვის დონიდან 415 მ. სიმარლეზე.
აღმოჩენილი ნივთები    17923 ერთეული:წარმოების ნარჩ.კაჭრები.ანატკეცები.
პრიზმული, ბრტყელი და კონუისებრი ნუკლეუსები.
ურეტუშო, მეორადი დამუაშავების ლამელები.
დამრეცპირიანი რეტუშირებული საფხეკები,ლამელებზე დამზადებული მარტივი ცალმხრივი, ორმხრივი,თავრეტუშიანი საჭრისები.
გეომეტრიული ფორმის მიკროლ.დანები,„ხოწები’ასტამები,
დაკბილული და კომბინირებული იარაღები,სახოკები,რიყის ქვა: ცულები,სატეხ-სათლელები, სახეხ- სასრესები, თოხისებრი იარაღი,სელესები, შურდულის ქვები.
შენიშვნა       ნამოსახლარის კულტურული ფენის ზედა ნაწილი დარღვეული იყო, ქვედა კი ნაწილობრივ უძრავ მდგომარეობაში იყო გადარჩენილი. იარაღების დასამზადებელ მასალად ძირითდად კაჟს იყენებდნენ, შედარებით იშვიათდ რიყის ქვას, ობსიდიანს, ბაზალტსა და არგალიტს.
რიყის ქვის იარაღები უმეტესად წარმოდეგენილია ხეხვის ტექნიკით დამზადებული ნაკეთობებით, შედარებით იშვიათია გაპრიალების ტექნიკით შესრულებული ცალები.
ღუმერუშს მასალა აშკარად გვიჩვენებს გარდამავალ ნიშნებს იარაღთა დამუშავების ტექნიკისა და ფორმებში. კერძოდ თუ ადრენოლითისთვის დამახასიატებელია ორფერდდამუშავებული ტრაპეციები, ღუმურიშში მათთან ერთდ გვხვდება სამფერდამუშავებული ტრპეციებიც და საკმაოდ დახვეწილი ფორმის სეგმენტებიც, რომლებიც როგორც ცნოობილია აუციელბელი ელემენტია გვიანნეოლითური ძეგლებისა.
როგორც ვხედავთ, გვიანი ნეოლითისთვის დახასიათებელია ზოგიერთი ნიშანი უკვე ღუმურიშის ტიპის ძეგლებში ისახება, შემდეგ კი გვიანნეოლითშინფართო განვითარებას აღწევს.
ღუმურიშის ნამოსახლარს კერამიკა არ ახასიათებს. ამ ნიშნით იგი უახლოვდება ადრენეოლითურ ძეგლებს და განსხვავდება გვაინნეოლითურისგან. ის ამ ორი პერიოდის გარდამავალ საფეხურს უახლოვდება. 
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  244,245


გურიანთის ნამოსახლარი
მიაკვლია და შეისწავლა    1963წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის   ექსპედიციამ ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1963წ.
მდებარეობა    ოზურგეთის რაინში,  გურიანთის თემის სოფელ ციხისფერდში, მდ. სკურდუმის მარჯვენა ნაპირის ბუნებრივ ბორცვზე ზღვის დონიდან 25მ. სიმაღლეზე.
აღმოჩენილი ნივთები    729 ერთეული: კაჟის კაჭრები, კონუსისა და პრიზმის ფორმის ნუკლეუსები.საფხეკები,საჭრისები, სახვრეტები.
რიყის ქვის მასალა:სანაყი, ჩაქუჩები, სახეხები,
მაკროლითი,შურდულის ქვები.პირგადაუშლელი, უყურო თავთვისებური და ღრმულებიანი ორნამენტებიანი
ჭურჭელი.
შენიშვნა    ოდიშის ტიპის გვიანნეოლითურ ძეგლთ რიცხვს მიეკუთვნება გურიანთის ნამოსახლარის მცირერიცხოვანი, მაგრამ მკაფიო კოლექცია.
იარაღების დასამზადებელ მასალად ძირითდ გამოყენებულია კაჟი, რიყის ქვა, იშვიათდ ობსიდიანი. 
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  253,254.




კისტრიკის ნამოსახლარი
მიაკვლია და შეისწავლა    1941 წ. აღმოაჩინა ა . ლუკინმა და ლ.სოლოვიოვმა.
აღმოჩენის თარიღი    1941წ.
მდებარეობა    ქ. გუდაუთაში ღელე კისტრიკის მარჯვენა ნაპირზე.
აღმოჩენილი ნივთები    13500 ერთეული: ოვალურსამუშაოპირიანი მომრგვალო  და მიკროლითური საფხეკები.ცალმხრივი , ორმხრივი საჭრისები.
სახვრეტ- ბურღები.გვერდრეტუშანი,
გვერდმოღრული,თავსწორრეტუშიანი, ურეტუშო ლამელები.
გატეხილ- გაპრიალებული , ორმხრივამობურცული, ბრტყელი, წიბოიანი, უწიბო, გრძელი, წაკვეთილი ცულები.
სატეხ-სათლელები,საწაფები, ხელჩაქუჩები.სახეხები, საბეგველები, შურდულის ქვები.ორმხრივი ათლით წერაქვისებური, თოხისებური, შუბისებური იარაღები.
რომბისებური ფორმის, ორმხრივ დამუშავებული ისრიპირი.
გამოყენებული ტექნიკა    მიკროლითური ტექნიკა
შენიშვნა    კისტრიკის ნეოლითური კოლექცია დასავლეთ ამიერკავკასიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლექსია. კომპლექსი დიდი რაოდენობით შეიცავს  კაჟის , ობსიდიანისა და რიყის ქვის სხვადასხვა ქანებისაგან დამზადებულ იარაღ- ხელსაწყოებს და მათი წარმოების ნარჩენებს, მოპოვებულია თიხის ჭურჭლის მცირერიცხოვანი ნაშთებიც. წარმოების ნარჩენები წარმოდგენილია კონუსისებური და პრიზმისებური ნუკლეუსებით, ბევრია კაჟის კაჭარი და სხვადასხვა ფორმის და ზომის ანატკეც- ანამტვრევები.
კისტრიკის კერამიკა ფრაგმენტების სახითააა წარმოდეგნილი, მათი აღდგენა არ ზერზდება. ცალკეული ნაწილები მოწმობენ, რომ ჭურჭელი ხელით ნაძერწი, ბრტყელძირა, სწორკედლა, უყურო, პირგადაუშლელი ქილისებური ფორმის უნდა ყოფილიყო. კეცი სუსტად და არათანაბრადაა გამომწვარი
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  250,251.



ცივი მღვიმე
მიაკვლია და შეისწავლა    1959 წ. აღმოაჩინა გულიას სახელობის აფხაზეტის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  ლ. სოლოვიოვის ხელმძღვანელობით.
1960-1961წწ. გაგრძელდა აქრეოლოგიური სამუშოაების მის მიერ.
აღმოჩენის თარიღი    1959 წ.
მდებარეობა    გულრიფშის რაიონში, ბაგადის მთის დაბლობზე,
კოდორის ხეობის მარჯვენა   ნაპირზე მდ. კოდორისა დაჯამპალას შესართავთან, მდ. დონიდან 55-60 მ-ის სიმაღლეზე.
მღვიმის აღწერილობა    მღვიმე გამომუშავებულია ცარცის მასიურ გადაკრისტალებული კვარციან კირქვებში.
სიაგანე შესასვლელი 9 მ.
აღმოჩენილი ნივთები    ჭვილთები,გრავეტისნაირი სახვრეტები და წვეტანები,
გვერდრეტუშირებული ლამელები.
მობინადრე ცხოველების ნაშთები    კეთილშობილი ირემი, გარეული თხა,ქურციკი,გარეული ღორი, კურდღელი,მურა დათვი. თევზის ძვლის ფრაგმენტები.
შენიშვნა     ცივი მღვიმეში ლ. სოლოვიოვმა დაადგიანა სამი კულტურული ფენა - ზედა პალეოლითი , მეზოლითი და ნეოლიტი.
მე-2 ფენას მეზოლითს  ავტორი ლითოლოგიურად სამ ჰორიზონტად B1 B2 B3 .
ამ ძეგლზე აღმოჩენილი ქვისა და ძვლის იარაღის ხასიათი და ფაუნისტური ნაშთები აშკარად მეტყველებს, რომ მისი მეურნეობის წამყვან დარგს მონადირეობასთნ ერთად მეთევზეობა წარმოადგენდა
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  209,210.




ხორშის ნამოსახლარი
მიაკვლია და შეისწავლა    1968,1976 წწ.აფხაზეთის დ. გულიას სახელობის ენის ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  ი.ვორონოვის ხელმძღვანელობით.
აღმოჩენის თარიღი    1968წ.
მდებარეობა    გულრიფშის რაიონი ზემო წებელდაში. მდ. კოდორის ხეობაში ზღვის დონიდან 560 მ. სიმაღლეზე.
აღმოჩენილი ნივთები    500 ერთეული: კიდურა, მომრგვალო, მიკროლითური და მასიური საფხეკები. სახვრეტები,დაკბილული იარაღები.
მარტივი თავრეტუშირებული ფორმები საჭრისები.
რიყის ქვის იარაღები: სათლელლი გრძო სახეხები, ქვიშაქვის სახეეხი.
შენიშვნა    იარაღების დასამზადებელ მასალად ძირითდად კაჟს, იშვიათად ობსიდიანს, და რიყის ქვებს იყენებდნენ. აღსანიშნავია ლამელტა სერია, რომლიც დამახასიათებლია აგრეთვე აფხაზეთის გვაინნეოლითისთვუსაცადრეული  კერამიკა არ აღმოჩენილა.
გამოყენებული ტექნიკა    ლამელური ტექნიკა
გამოყენებული ლიტერატურა    საქართველოს არქეოლგია, ქვის ხანა, ტომი 1,(თბილისი, გამომცემლობა 1991),  236,237.

No comments:

Post a Comment