Wednesday, February 20, 2013

უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები

 

 

აღმოჩენილი დურუჯისპირა ("დოლოჭოპის") ბაზილიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ჯგუფმა 10 დეკემბერს წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" წარმოადგინა მათ მიერ ყვარლის რაიონში ახლახან აღმოჩენილი დურუჯისპირა ("დოლოჭოპის") ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგები.



ვრცლად


ფოტოკოლაჟი



 

 

დედმიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პალეოგარემოს რეკონსტრუქციის ცენტრის მიერ 2012 წელს შესრულებული საველე სამუშაოების ანგარიში








18 დეკემბერს 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია " ლიგამუსში" (ჭავჭავაძის  32 ) გაიმართება დედმიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პალეოგარემოს რეკონსტრუქციის ცენტრის მიერ 2012 წელს შესრულებული საველე სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია .პალეოგარემოს რეკონსტრუქციის ცენტრის მიერ 2012 წელს არქეოლოგიური გათხრები და კომპლექსური, მულტიდისციპლანური კვლევები მიმდინარეობდა შემდგომ ტერიტორიებზე: ”უნდო კლდესა” და ”ბონდოს მღვიმეში ”, დურუჯისპირა ბაზილიკაზე (”დოლოჭოპი”), დაზვერვები ძველი ქვის ხანის ძეგლებზე (ზემო იმერეთი, კახეთი), კლდის ძეგლის დაზვერვა და კვლევა (ზემო იმერეთი, კახეთი), არქეოლოგიური დაზვერვები ზემო იმერეთში, კახეთში, თუშეთში, თორში.

 

  

 

ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევი ჭიათურაში აღმოაჩინეს





უნიკალური აღმოჩენა ბონდისა და უნდო კლდის მღვიმეებშიქართველმა არქეოლოგებმა მღვიმეებში შუა და ზედა პალეოლითური ფენები აღმოაჩინეს. ახლა მღვიმეებში გენეტიკური კვლევები მიმდინარეობს. მკვლევარებმა უძველესი სამონასტრო ცხოვრების პირველ საფეხურებსაც მიაგნეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ რიონ-ყვირილას აუზის საერთაშორისო ექსპედიციას ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს.

ვრცლად






არქეოლოგებმა უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს მიაკვლიეს





ბათუმის არქეოლოგური მუზეუმის თანამშრომლებმახელვაჩაურის რაიონის სოფელ გობრონეთში ბრინჯაოს ნაკეთობებს - უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს მიაკვლიეს, მათ შორის ბრინჯაოს ზოდი აღმოაჩინეს, რომლისგანაც სამეურვეო და საბრძოლო
 იარაღს ამზადებდნენ.



ვრცლად







აშელის პერიოდის უნიკალური აღმოჩენა

 

 

 

 

10-12 დეკემბერს ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორთა და მკვლევართა ჯგუფი (ზ. ჯავახიშვილი, ნ. თუშაბრამიშვილი, ნ. ბახტაძე, მ. კაკაბაძე, ა. ოქროსცვარიძე) მივლინებით იმყოფებოდნენ მარტვილში.







 საერთაშორისო ექსპედიციის  აღმოჩენები

ჭიათურის მიდამოებში


რიონ-ყვირილას აუზის საერთაშორისო ექსპედიცია აღმოჩენების წინაშეა.
უკვე მრავალი წელია მეცნიერები რიონ-ყვირილას აუზს აკვირდებიან, თხრიან, ეძებენ, იკვლევენ, მაგრამ ბოლო წლებში წამოწყებული ექსპედიცია ახალი ტიპის მუშაობასა და მასშტაბურ კვლევას გულისხმობს. მუშაობის ახალი ტიპი მულტიდისციპლინარული კვლევაა, ექსპედიციაში ჩართული სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები ტერიტორიას მრავალფეროვანი ინტერესებითა და ამოცანებით მიუდგნენ და არც შედეგმა დააყოვნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ რიონ-ყვირილას აუზის საერთაშორისო ექსპედიციას ბატონი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს და სწორედ ამიტომ ჩვენს შეკითხვებს მან უპასუხა.

 




 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 

  აღმოჩენები ჭიათურის მიდამოებში  (2)


ნ. თუშაბრამიშვილი

ნ. ბახტაძე

საქართველოს ტერიტორია, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გზაგასაყარია აზიისა და ევროპის შორის. ეს რეგიონი ბიოგრაფიული რეფუგიუმი იყო, რომელიც შემორჩენილია ზედა პლეისტოცენის (130 000 წწ. ) ეპოქიდან.
რეგიონი წარმოადგენდა გეოგრაფიულ "ჩიხს", სადაც არეალის სიმცირის გამო სხვადასხვა კულტუირა იძულებით თანაარსებობდა. 
საქართველოს ტერიტორიაზე გამორჩეული მხარეა ზემო იმერეთი. ეს კარსტული რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ნახევრად ხელოვნური მღვიმეებით და გამოქვაბულებით.






  

 


 


 


 





2012 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგები

ნ. თუშაბრამიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რიონ-ყვირილას აუზის ძველი ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2012 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგები

 


სამეცნიერო ანგარიში

2012 წელს რიონ-ყვირილას აუზის ძველი ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ივლისი-სექტემბრის თვეებში საველე სამუშაოები ჩაატარა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაჭევსა და სოფ. წირქვალის ტერიტორებზე არსებულ მღვიმეებში უნდო კლდესა და ბონდის მღვიმეში.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები: 1. პროფ.  ნ.თუშაბრამიშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი); 2. პროფ. ნ. ბახტაძე (არქეოლოგი); 3. პროფ. ზ.ჯანელიძე (გეოგრაფი); პროფ. ვ. გაბუნია (პალეონტოლოგი); 5. თ. აღაპიშვილი (დოქტორანტი, არქეოლოგი); 6. მ. მშვილდაძე (დოქტორანტი, არქეოლოგი); 7. ლ. სუხიშვილი (გეოგრაფი); 8. ნ. კაპანაძე (მაგისტრანტი, არქეოლოგი); 9. ბ. გეძეხაძე (ბაკალავრი); 10. ვ. მამიაშვილი (ბაკალავრი); 11. შ. ზარდიაშვილი (ბაკალავრი); 12. მ. ლაბაძე (ბაკალავრი); 13. მ. ნატროშვილი (არქეოლოგი); 14. პალეობოტანიკური მასალა დამუშავდა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის მ. ბოკერიას მიერ.

უნდო კლდე მდებარეობს, ჭიათურის რაიონში, სოფ ვაჭევის ტერიტორიაზე. ჭიათურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 12 კმ-ში, ვარხმელის ხეობაში, მშრალი ხევის დონიდან 90-100 მ-ის სიმაღლეზე (აბსოლუტური სიმაღლე 570მ.) მღვიმის შესასვლელის სიმაღლე 2მ-ია, სიგანე 5მ, მიმართული სამხრეთ-დასავლეთით. მღვიმის ჰორიზანტალური, 80მ-ის სიღრმის დერეფანი ბოლოში საკმაოდ ვიწროვდება. იქ მდებარეობს 47მ-ის სიღრმე ვერტიკალური კარსტული ჭა. მისი დიამეტრი მიწის ზედაპირზე 7 მ-ია, ხოლო ფსკერზე 3მ.

           


ვრცლად

 

 


Tuesday, February 19, 2013

არქეოლოგიური მუზეუმები საქართველოში

   

თბილისი

 

 

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მუზეუმი

 

 

 


მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ნაზარლების ნამოსახლარზე, სამაროვანზე და ხორანთის ნაქალაქარზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ასევე საგარეჯოს რაიონში მდებარე ”უდაბნოს” ნამოსახლარის გათხრების მასალა და ფოტოები.

 

ვრცლად 

 

 

საქართველის ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: საქართველოს უძველესი მუზეუმის ფონდებში დაცულია მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა. სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის აღსანიშნავია დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ნაშთების გამოფენა, რომელიც 1.800 000 წლით თარიღდება და წარმოადგენს ადამიანის წინაპრის აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ უძველეს ნიმუშს. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, მრავალფეროვანი ოქროს ფონდი (ძვირფასი ლითონისა და ქვის ნაკეთობები ჩვ. აღ-მდე III ათასწლეულის II ნახევრიდან ჩვ. წ. IV ს.-ის ჩათვლით). მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და სხვ.

 

ვრცლად 







საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 

 

 

 მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, მდიდარიარქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხურიგამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები.




 

 


საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 

თბილისის არქეოლოგიური საცავი

 

 




კოლექციების მოკლე აღწერა: საცავში დაცულია თბილისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლები, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. V ათასწლეულიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით. მათ შორის: მოკალული ბრინჯაოს ნივთები დელისის ნამოსახლარიდან, რომელთა ასაკი 4000 წელს აღწევს; თრელის სამაროვანის ძვ. წ. XII-VIII-VII სს-ის სამეფო სამარხების ინვენტარი, ბრინჯაოსა და თიხის მცირე სკულპტურის ნიმუშები, სხვადასხვა მასალებისაგან დამზადებული სამკაულები, კერამიკისა და მინის ნაწარმი და სხვა.













თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ.

 სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი



მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: უნივერსიტეტის ამჟამინდელი მუზეუმი შეიქმნა 2008 წელს და მასში გაერთიანდა უნივერსიტეტში მანამდე არსებული სამუზეუმო სტრუქტურები, რომლებიც ჯერ კიდევ 1921-1925 წლებიდან ფუნქციონირებდა (საქართველოს საეკლესიო სიძველეთა მუზეუმისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის კოლექციების უნივერსიტეტისათვის გადაცემის შემდეგ). ამჟამად მუზეუმში დაცულია არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიური, მინერალოგიის, პალეონტოლოგიისა და უნივერსიტეტის ისტორიის ფოდების კოლექციები.

 

 

ვრცლად

 

 

აჭარა

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

 

 მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია აჭარისწყლის ხეობის არქეოლოგიური მასალა, ფიჭვნარის ნაქალაქარის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის, ძვ. V-IV საუკუნეების ბერძნული ნეკროპოლისის, ძვ. წ. V ს-ის კოლხური სამაროვანის, ფიჭვნარის ელინიზმის ეპოქის სამარხეული და ციხისძირის კომპლექსები, ქვის ხანისა და ჭოროხის ქვემო წელის არქეოლოგიური ძეგლები.


ვრცლად 



პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

 



მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეშუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს, გვიანდელი ხანის საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობებს, V-VI სს. ბაზილიკის ნაშთებს, ანტიკური ხანის სამაროვნებსა და საცხოვრებელ ნაგებობათა (ე.წ. ვილის) ნაშთებს. ასევე, ტერიტორიაზე მიკვლეულია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები, გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეებამდე. ნაკრძალის ტერიტორია მიოცავს დაახლოებით 7 ჰა.



გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული 

მუზეუმ-ნაკრძალი 

 

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები და სხვა. მასალის ნაწილი ექსპონირებულია საგამოფენო დარბაზში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად შედგება უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან და ამჟამად დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.



აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. XII – IX სს-ის, აგრეთვე VII - IV სს. უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, ე. წ. გონიოს განძის მასალები (ძვ. წ. V ს.). მათ შორის, სხვადასხვა სახის, ფორმისა და ზომის ძველი ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები: ინტალიო აფროდიტეს და ეროსის გამოსახულებით, ბადროს მტყორცნელის (დისკობოლი) ფიგურა, გულსაკიდები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, კილიტები, გულსაბნევები, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), აგრეთვე: ბუნების იშვიათი ძეგლები, XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები.


ვრცლად





მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში (ყოფილი მეჩეთის შენობა) დაცულია მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი აქეოლოგიური მასალა – ძირითადად, საოჯახო ჭურჭელი, შრომის იარაღები, ნუმიზმატიკა, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, აჭარული ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა

 

ვრცლად

 

 

 

 

ახალშენის მუზეუმი

 

 

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სოფელ ახალშენის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები: არქეოლოგიური მასალა, შრომის იარაღები, ნუმიზმატიკა, ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, აჭარული ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა


ვრცლად

 

 

 

 

მეჯინისწყლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

 

 

 მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, აჭარული ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა: საოჯახო ჭურჭელი, შრომის იარაღები, ნუმიზმატიკა, აგრეთვე რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა

 

ვრცლად

 

 

 

შუახევის ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია აჭარისა და შუახევის ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები: არქეოლოგიური მასალა, შრომის იარაღები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალები, აგრეთვე გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა.

 

ვრცლად

 

 

ქედის ისტორიული მუზეუმი

 

 

 

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი აქეოლოგიური მასალა – ძირითადად, შრომის იარაღები, ნუმიზმატიკა, გეოლოგიური კოლექცია, ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, აჭარული ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა

 

 ვრცლად

 

 

 

 

გურია

 

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები), ნუმიზმატიკური კოლექციები (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული (ძირითადად XIX ს. სამუშაო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური მასალა, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის სხვადასხვა პერიოდის მასალები - საბეჭდავები, საგვარეულო ღერბები და დროშები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. მუზეუმში ინახება ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.

 

ვრცლად

 

 

გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

 

 

 

 მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილ მასალებს, რომლებიც ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, უნიკალურ ფოტოებსა და გურიის ეთნოგრაფიული ყოფისათვის დამახასიათებელ არტეფაქტებს.

მუზეუმ-ნაკრძალის ტეირიტორიაზე მდებარეობს გურიანთა – ვაშნარის V-VIII საუკუნეების ნაქალაქარი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა VI საუკუნის II ნახევრის მონასტრის ნაშთები: საფორტიფიკაციო ნაგებობების (სავარაუდოდ, მონასტრის გალავნის), ბაზილიკისა და მარტირიუმის ფრაგმენტები. აქვე აღმოჩნდა VI-VII სს. ბერძნულწარწერიანი ქვა, რომელიც ამჟამად ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ინახება. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები: ადრეანტიკური და ელინისტური ხანის ნამოსახლარები, თიხის სარკოფაგები, ქვევრ-სამარხები და უძველესი აბანო.



ვრცლად

 

 

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

 მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა: ძვ. წ. V-VII საბრძოლო და შრომითი იარაღები, ადრეანტიკური ხანის სამაროვანის ინვენტარი: სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, XIX ს-ის საბრძოლო იარაღი: მოვერცხლილი ხმლები, ხანჯლები, მოვარაყებული თოფები. XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, XX ს. დასაწყისის მუსიკალური ინსტრუმენტები: ჩანგი, ფანდური, სალამური, მუსიკალური კარადა (პოლიფონი), გურიის ერისთავების პირადი არქივები, დოკუმენტური მასალა.

 

 

ვრცლად 

 

 

 

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

 მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ადრე ქვის ხანიდან ახ.წ. შუა საუკუნეებამდე (მათ შორისაა: ქვისა და ბრინჯაოს ხანის ცულები, გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკა, ძვ. წ. IV ს.-ით დათარიღებული ბრინჯაოს მუზარადი, შუბის პირები და სხვ.), ნუმიზმატიკური მასალა. ეთნოგრაფიული მასალა და XIX-XX სს. დასაწყისის ხელნაწერები (სიგელები, საეკლესიო წიგნები).



ვრცლად

 

 

 

 

იმერეთი

 

 

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.


ვრცლად

 

 

ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

 

 

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს: ქუთაისის, წყალტუბოსა და ტყიბულის ტერიტორიაზე განლაგებულ ისტორიულ, არქიტექტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებს, UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს - ბაგრატის საკათედრო ტაძარს (XI ს.) და გელათის სამონასტრო კომპლექსს (XII ს.), აგრეთვე მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს, მეფეთა სასახლეს გეგუთში (XII ს.) და XVI ს. იმერეთის მეფეთა სასახლეს - "ოქროს ჩარდახს".

 

 ვრცლად

 

 

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

 

 

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. მასში განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).


 

ვრცლად




გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია წყალტუბოს რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური მასალა პალეოლითის ხანიდან გვიაფეოდალური ხანის ჩათვლით – ბრინჯაოს ხანის კერამიკის, სპილენძის, რკინის ექსპონატები, ნუმიზმატიკური კოლექცია, ეთნოგრაფიული მასალა (შრომისა და საბრძოლო იარაღები, ტანსაცმელი, საოჯახო ინვენტარი: ავეჯი, მუსიკალური საკრავები, ჭურჭელი, საეკლესიო საგანძური – ფერწერული და ჭედური ხატები, ჰიმნოგრაფიული და ლიტურგიკული, ჰომოლეტიკური ხასიატის საეკლესიო წიგნები, სამღვდელმსახურო ჭურჭელი და სხვა.

 

 

ვრცლად 

 

  

 

 

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები.




ვრცლად

 

 

 

საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდში ძირითადად დაცულია მოდინახეს, საირხის, გორაძირის, ცარცისგორისა და ნაჩერქეზევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, XIX-XX სს. დასაწყისის ყოფისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ფოტო და დოკუმენტური მასალა .



ვრცლად

 

 

 

ხონის ისტორიული მუზეუმი

 

 

უზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (კოლხური თეთრის კოლექცია, კოლხური ცულები, რკინისა და ბრინჯაოს შრომის იარაღები, სამარხეული მასალა) და XIX- XX სს. დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალა - საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღი XVIII-XIX სს. ხელნაწერები, ძველბეჭდური წიგნები.

 

ვრცლად

 

  

 

 

ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია - ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.

ვრცლად

 

 

 

 

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. II-I ათასწლეულით დათარიღებული სამარხეული ინვენტარი – ბრინჯაოს ბალთები, ცულები, სამკაული, ნუმიზმატიკური ერთეულები; XIX-XX ს.ს. გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები – ვერცხლის ქამრები, ხანჯლები;, ქართველი მხატვრების ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ( რ. სტურუა, ლ, ცუცქირიძე, ბ. შველიძე, თ. ჯაფარიძე, ზ. ლეჟავა, ელ. ამაშუკელი, ტ. ტაბატაძე, მ. თალაკვაძე), საყოფაცხოვრებო და საეკლესიო ნივთები.

 

ვრცლად

 


 

ხარაგაულის  ისტორიის მუზეუმი 2

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია XIX –XX სს.-ის ავეჯი, სპილენძის საოჯახო და სამეურნეო დანიშნულების ნივთები, ფარდაგები, ხალიჩები, ფაიფურის ჭურჭელი, პატეფონი, გრამაფონი, XX ს-ის 20-50 –იანი წლების ფოტო და დოკუმენტური მასალა .

 

 

 ვრცლად

 

 

 

 

კახეთი

 

 

თელავის ისტორიული მუზეუმი

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში საქართველოს მეფის ერეკლე II-ისა (1720 -1798 წ.წ.) და ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომადგენელთა მემორიალურ ნივთებთან ერთად დაცულია ნუმიზმატიკის, ადრეფეოდალური და გვიანი შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, სამოსელის, ხალიჩებისა და ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები. მათ შორის: XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები. სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., სასახლის კარის ეკლესიები – X-XVIII ს.ს., მეფის აბანო – XVII ს., საიდუმლო გვირაბი – XVIII ს., ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეა – XIX ს.

 

ვრცლად 

 

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სიღნაღის მუზეუმი პირველი თანამედროვე სტანდარტების მუზეუმია, სადაც არაჩვეულებრივი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. მუზეუმში ექსპონირებულია კახეთის სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებზე აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები ქვის ხანიდან ძვ.წ. I საუკუნემდე. აქ თავმოყრილია საინტერესო ეთნოგრაფიული მასალა: მუსიკალური ინსტრუმენტები, საბრძოლო იარაღი, ტანისამოსი და ქალაქის ყოფის სხვა საინტერესო ნიმუშები. შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იბერიის აღმოსავლეთ პროვინციის, კახეთის უძველესი ქალაქების: ბერის, რუსთავის ხორანთას, ნეკრესის, ხორნაბუჯის, გავაზის, არეშის, გრემის, ბაზარისა და სხვა დასახლებების საქალაქო ცხოვრების ამსახველი ნიმუშები.შუა საუკუნეების ექსპოზიციის დიდი ნაწილი კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული და მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს უკავია. დიდ დარბაზში გამოფენილია XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის 16 ფერწერული ტილო.

 

ვრცლად 

  

 

 

დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი

 

 

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: დღეისათვის ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს შუა საუკუნეების ცამეტ არქიტექტურულ ძეგლს (გარეჯის ტერიტორიაზე კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მე-6 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო). ნაკრძალის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პირველყოფილი ადამიანების სადგომის ნაშთები, ძვლისა და ქვის იარაღები, ადრე და გვიანი ბრინჯაოს, აგრეთვე რკინის ხანის ნამოსახლარის კომპლექსები.

ვრცლად

გრემ-ნეკრესის მუზეუმ-ნაკრძალი

 

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები. გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში (XV ს-ის ძეგლი), რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. მათ შორის: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII ს.ს.-ის რკინის ცულები, XV ს.-ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI ს.-ის ზარბაზანი და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის “მეფეთა პორტრეტების სერია” (1985).

 

ვრცლად

 

 

ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია კახეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით), აღმ. საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო რეგიონის - თუშეთის ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, ეთნოგრაფიული მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ძირითადად XIX-XX ს.ს.-ის დასაწყისის ხალიჩა-ფარდაგები, თუშური სამოსელისა და აქსესუარების ნიმუშები. შენობის უქონლობის გამო, ამჟამად მუზეუმის ფონდები გადანაწილებულია სოფლებში არსებულ შემდეგ მუზეუმებში: სოფ. ომალოში (კესელოს ციხეები. ეთნოგრაფიული მუზეუმი), სოფ. ყვარელწყალში (ჯარისკაცის სახლი), სოფ. ზემო ალვანში (მეცხვარის მუზეუმი), სოფ. ქვემო ალვანში (ისტორიული მუზეუმი) და სოფ. მაღრანის ბაზილიკური ტიპის ეკლესიასა და ალავერდში.

 

ვრცლად 

 

 

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

  მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VI-I სს-დან გვიანფეოდალურ ხანამდე) აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა, ნუმიზმატიკა (VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგოიდური, რუსული, გერმანული მონეტები), ეთნოგრაფიული მასალები (ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები, ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები), XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები.

 

ვრცლად 

 

 

ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

  

 მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ძველი ჰერეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალისაგან: ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული, სამუშაო იარაღი, ნუმიზმატიკა; მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მხარის ეთნოგრაფიული და ფოტო მასალა.  

 

ვრცლად 

 

 

 

საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა გვიანი ბრინჯაოდან მოყოლებული შუასაუკუნეების ჩათვლით, ადგილობრივი ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ტიპის მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

 

 ვრცლად

 

 

 

 

მცხეთა–მთიანეთი

 

 

დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სხვადასხვა პერიოდის უნიკალური არქეოლოგიური ნიმუშები, მათ შორის მიწათმოქმედთა უძველესი იარაღები (ძვ.წ. IV ათასწ.), პრეისტორიული ხანის საბავშვო სათამაშოები (ძვ.წ. II ათსწ.), ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის არტეფაქტები და ბერძნული ეპიგრაფიკის ნიმუშები; აქვე მდებარეობს მცხეთის უძველესი სამაროვანი ძვ.წ. II ათსწ. – ახ.წ. VIII-IX სს.) და ნამოსახლარი (ძვ.წ. VIII-VII სს.), ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ხანის უმნიშვნელოვანესი ძეგლებს: არმაზციხე-ბაგინეთი – ქალაქ მცხეთის აკროპოლისი და ქართლის მეფეთა რეზიდენცია (ძვ.წ. III – ახ.წ. VIII სს.), არმაზისხევი – პიტიახშ-ერისთავთა რეზიდენცია და სამაროვანი, კლდოვანი მთის ციცაბო კალთის ძირას ნაგები მავზოლეუმი (I ს.). 


ვრცლად

 

 

 

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრებრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, ქსოვილების ნიმუშები - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხალხური სამოსელი და აქსესუარები. კერამიკის ჭურჭელი, მათ შორის მოჭიქული კერამიკის ნიმუშები), ძვ.წ. VIIIს-ით დათარიღებული საბრძოლო და სამუშაო იარაღი, XX ს-ის დასაწყისის ვერცხლის ქამრები და ხანჯლები.


ვრცლად




თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია თიანეთის რაიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურიექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე,ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ოთხთავის ხელნაწერი და ნაბეჭდი გამოცემები, ქსოვილებისნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX -ის ფარდაგები, ხევსურული ხალხური სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამიკულიჭურჭელი და სხვა.

 

 

 ვრცლად

 

 

 

 

რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

 

 

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს (ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით). ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ის ფულის ნიშნები, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები (უჩა ჯაფარიძე, ვალენტინ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, დავით ნალბანდიანი, სერგო ჩახოიანცი და სხვა).

 

 

ვრცლად 




ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII ს.ს-ის საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII ს.ს-ის ხელნაწერი ლოცვები, ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი კოლექცია, რომელიც ექსპონირებულია მუზეუმის კუთვნილ მაჩუბშისვანური ტიპის საცხოვრებელ სახლში.
 

 

 

ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმშარქეოლოგიურიგათხრებისშედეგადაღმოჩენილიმასალა,რომელიცძირითადადმოიცავსადრეულდაგვიანიბრინჯაოსხანას, ანტიკურპერიოდს.მათშორისაა:ბრინჯაოსმხედარი,ბრინჯაოსგანძი,აღმოსავლურიდაკოლხურიბრინჯაოსსტილიზებულიცულები, კავკასიურისიკილი, ხეთურილაგამი, ქვისხანისიარაღები: ცულ-წერაქვი, ისრისპირები, სახნისი, დანები; ნუმიზმატიკისნიმუშები (ალექსანდრემაკედონელისმონეტა, ლიზიმაქესოქროსსტატერი,კეისრებისოქტავიანესადაადრიანესმონეტები,არაბულიდათურქულიმონეტებიდა სხვ.), XVII-XIXსს-ისსაეკლესიონივთები, იშვიათიბიბლიოგრაფიულიგამოცემები, დ. ერმაკოვისადაალ.როინიშვილისუნიკალურიფოტომასალალეჩხუმზე.მუზეუმისფილიალები: ლადოასათიანისსახლ-მუზეუმი (ს. ბარდნალა), სევერიანისიანისსახლ-მუზეუმი (ზოგიში), არჩილგელოვანისსახლ-მუზეუმი ( ს. სპათაგორი).

 

ვრცლად 

 




ფუსტელთა სკოლა- მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია რაჭის მხარისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა, სამოსი, საბრძოლო იარაღი, საეკლესიო ნივთები, ჰერალდიკური და არქეოლოგიური მასალა.



ვრცლად

 

 

 

 

 


სამეგრელო და ზემო სვანეთი

 

 

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (XIX ს-ის 70-იანი წლები) კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშებს, მუზეუმის კოლექცია მრავალფეროვანია და მოიცავს : ძვ. წ. I ს. - ახ. წ. ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიურ მასალას, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექციას, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიებს, XV-XIX ს-ის ხელნაწერ წიგნებს და სიგელ-გუჯრებს, ნაპოლეონ ბონაპარტესა და დადიანების ბიბლიოთეკას, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშებს, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოებს, ფოტოფონდს, ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელს და სხვა.



 

 

 

პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

 

 

მუზეუმ -ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს კავკასიაში უანალოგო კომპლექსს – გვიანანტიკური/ადრეშუასაუკუნეების ხანის ციტადელით, ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთებით (IV-VI სს.), კარიბჭითა და საიდუმლო გვირაბით, აგრეთვე სამეფო და სამოქალაქო აბანოებით, წყალსაცავით (IV-VI სს.), უძველესი ეკლესიების ნაშთებით, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ორმოცმოწამეთა გუმბათოვანი ტაძრითა და სხვ. მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ეპოქის საინტერესო ექსპონატები (ძვ. წ. XIII-XII – ახ. წ. XVIII სს.).

ვრცლად




სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი



მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები - IX-XIV სს-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

 

ვრცლად 

 

 

 

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1907 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვეული მასალისგან, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს ძვ. წ. III ათასწლეულიდან ჩვ. წ. აღ-ის VII-VIII სს. პერიოდს. მათ შორისაა: ფერადი ლითონების ნაკეთობათა კოლექცია (ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე), ნუმიზმატიკა (ალექსანდრე მაკედონელის, იუსტინიანეს, ელისაბედ დედოფლის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი), ამავე პერიოდის ვერცხლის აზარფეშა ფრინველების გამოსახულებით, ეთნოგრაფიული მასალა (XIX-XX საუკუნეების მიჯნა), ფოთის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტომასალა.

ვრცლად

 

 

 

გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა). მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII სს-ის ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები და სხვ. აგრეთვე: XIX-XX სს-ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა (5000 ეგზემპლარი), თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები: ლადო გუდიაშვილის ”სამაია”, ელენე ახვლედიანის ”ჩვენი სოფელი”, აგრეთვე მოსე თოიძის, რობერტ სტურუას, ს. მაისაშვილის, რ. ადამიას, ნამუშევრები, ირაკლი ოჩიაურის, ჯემალ ბჟალავას ქანდაკებები. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე.

ვრცლად

 

 

 


ჟიული შარტავას სახ. სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სენაკის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე. მათ შორისაა: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სანაყები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, ნეოლითის პერიოდის სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი,  ანტიკური პერიოდის დოქები, შუასაუკუნეების სარიტუალო ქვები, ნუმიზმატიკა, ადგილობრივ მხატვართა ფერწერული ტლოები. 

 

ვრცლად 

 



ხობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი



მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ყულევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული II-I ათასწლეულების მასალის ნაწილი (ძირითადად თიხის ჭურჭელი ან მისი ფრაგმენტები), ადრეფეოდალური ხანის სამშენებლო მასალის დეტალები ჭურჭელი, XIX-XXსს. მიჯნის ეთნოგრაფიული მასალები- საოჯახო ნივთები, სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი; ადგილობრივი წარმომავლობის ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობების პიერ და ბადრი კობახიძეების პირადი ნივთები (ავეჯი, სამოსელი, აფიშები, თედო სახოკისას შრომების სახვადასხვა პერიოდის გამოცემები, დოკუმენტური და ფოტომასალა), ხობის რაიონში მცხოვრებ II მსოფლიო ომის მონაწილეთა კუთვნილი ნივთები და დოკუმენტური მასალა. 


ვრცლად






ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი








მუზეუმის მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად ის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანას: საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, კერამიკული ნაწარმი ძვ. წ. IX –XIII-VI სს-ის სარდიონის, პასტის,აქატია, იაშმის, გიშრის, მინის მძივები, ამავე პერიოდის ქვესამარხები, ნუმიზმატიკური მასალა (ქართული, რომაული, ბიზანტიური, თურქული, რუსული მონეტები), გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან : XV-XVI სს. საეკლესიო წიგნები, ბეჭდები, ხელნაწერები, ხატები, ეკლესიების ორნამენტიანი ქვები, გვიანდელი პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები.









წალენჯიხის ეთნოგრაფიული მუზეუმი



მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხები, ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) პერიოდებს; წალენჯიხის მხარის XIX - XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები ( სამეურნეო და საბრძოლო იარარები, თიხის, ხის მინისა და სპილენძს საოჯახო ჭურჭელი და სხვა), ფოტო და დოკუმენტური მასალა. 







სამცხეჯავახეთი





ივანე ჯავახიშვილის სახელობის 

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი







მუზეუმის მოკლე აღწერა:  მუზეუმი განთავსებულია ე.წ. „რაბათის“ ტერიტორიაზე მასში დაცულია: რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნთა ფონდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ლაპიდარული წარწერების ნიმუშები, ასევე  XIX-XX სს-ების მიჯნის ხალიჩა- ფარდაგების უნიკალური კოლექცია.




ვრცლად







ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი





მუზეუმის მოკლე აღწერა:   მუზეუმის შენობა განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის რომანოვების კანცელარიის შენობაში (ფსევდოგოტური სტილის არქიტექტურული ნაგებობა 1890 წელს ააგო გერმანელმა ინჟინერ -არიქტექტორმა ვ. შვეიერმა). ბორჯომის მხარეთმცოდნეობბის მუზეუმი შედგება არქეოლოგიური, ისტორიულ - ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების და მხარის  ბუნების განყოფილებებისგან. აქ დაცულია: უნიკალური ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ძვ. II-I ათასწლეულები), მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექცია (ძვ.წ. V- ახ.წ.  XX) რომანოვების პირადი ნივთები:ევროპული და აზიური წარმოების ჭურჭელი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.



ვრცლად







ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი



Add caption



მუზეუმის მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა (ხალხური ავეჯისა და სამოსელის ნიმუშები, ფარდაგები) და ათნოგრაფიის მასალები (X I X- X Xსს-ის დასაწყისი), აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები ( გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით).



ვრცლად












ქვემო ქართლი


კლდეკარის ისტორიის,

 არქეოლოგიისა  და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი






მუზეუმ- ნაკრძალის მოკლე აღწერა: ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ისტორიული კლდეკარის საერისთვოს ტერიტორიაზე პირველი ერისთვის - ლიპარიტ ბაღვაშის მიერ IX ს- ის 70 - იან წლებში აგებული ციხის ნაშთებს და ციკლოპური ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს ჯავახეთიდან თრიალეთზე ქართულში გადასასვლელ ერთდერთ ისტორიულ გზაზე; აგრეთვე ტრიალეთისა და არგვეთის ხეობის შუასაუკუნეების პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლისთვის.




დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
















მუზეუმ-ნაკრძალის  მოკლე აღწერა: ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები. გარდა შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ადრეულ ჰომინიდთა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთით. 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ჰომინიდის 5 თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა. ამ გათხრების შედეგებმა საერთოდ შეცვალა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ბოლნისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ახალი ქვის ხანიდან (ძვ. წ. VI-V ათასწლ.) გვიან შუა საუკუნეებს. მათ შორისაა: ნეოლითის პერიოდის მასალები: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სკულპტურები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი და სხვა.

 

 

გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია გარდაბნის ტერიტორიაზე (ისტორიული კუხეთი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა: ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მრავალფეროვანი კოლექციები, საინტერესოა ქვის ხანის სამეურნეო და საბრძოლო იარაღების კოლექცია, ანტიკური პერიოდის კერამიკის ნიმუშები, გვიანი შუასაუკუნეების ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა, სახელოსნო იარაღები, აქსესუარები, სამოსელი, ხელსაქმის ნიმუშები.

 

 ვრცლად

 

 

 

 

თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, მათ შორის: საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს ჭვირული, ასტრალური ბალთები, პასტის, სარდიონის, ფირუზუსა და მინის მძივები; რკინის ხანის ცულის პირები, საბრძოლო იარაღები, ოთხთვალა საბრძოლო ეტლი, თიხის სხვადასხვა ზომის, შეფერილობისა და მოხატულობის საოჯახო ჭურჭელი.  მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების ნიმუშები, სხავდასხვა პერიოდის ეთნოგრაფიული მასალა. 

 

რუსთავის ისტორიული მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ქალაქ რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რაიონი) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა - ძვ. წ. XIX ახ.წ. XVIII სს-ის თიხის, ფაიანსის, მინის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ადგილობრივი და უცხოური წარმოების, მათ შორის სასანური სარდიონისა და ქვის საბეჭდავები, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული კოლექციები, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

ვრცლად

შიდა ქართლი

 

 

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 

 

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები (ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია. მუზეუმს აქვს ფილიალები: ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი სოფ. არბოში და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. ძევერაში,

 

ვრცლად 

 

 

 

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული 

მუზეუმ-ნაკრძალი

 

 

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის საცხობებს, საიდუმლო გვირაბს, აგრეთვე უძველესი სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტებს, ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულ უფლისწულის ეკლესიას (ადრეშუასაუკუნეები), შუა საუკუნეების სახლებს და დარბაზებს. მუზეუმში წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები.





კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია კასპის, რენეს, მეტეხის, თეზის ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ადრე და შუაბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღანებიდან მოპოვებული ძვ. წ. III-I ათასწლეულით დათარიღებული ნივთები, ძირითადად თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა, გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV-XII სს-ით დათარიღებული სამოსელის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთქართული ცულები, სატევრები, შუბისპირები - ძვ. წ. XIII-VII სს), სოფელ სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქროვილი ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელინისტური ხანის ბრინჯაოს დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს.) და სამტუჩა სურა-ოინოხოია (ახ. წ. I ს.), შუა საუკუნეების თიხის მოჭიქული ჭურჭელი.

 

ვრცლად 




ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა (ქვის ხანიდან ჩვ. წ. აღ. X ს-ის ჩათვლით - საციხურის გორა-ნამოსახლარის, ნაცარგორას გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნამოსახლარის, წაღვლის მრავალფენიანი სამაროვანის, ალის, ახალდაბის მასალები). მათ შორის: გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხური ცულები, ჭვირული ბალთები, აღმოსავლეთ ამიერკავკასიული ცული (ბრინჯაო XV-VII სს), გვიანბრინჯაოს ხანის სამკაულები, ადრებრინჯაოსა და ადრეანტიკური ხანის შავპრიალა კერამიკა, ნუმიზმატიკური მასალები, ეთნოგრაფიული ნივთები, სახვითი ხელოვნების (ლ. გუდიაშვილი, გ. გაბაშვილი, ციმაკურიძე და სხვ.), XVII-XX სს-ის დოკუმენტური მასალები.

ვრცლად

 

 

 

ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული

 მუზეუმ-ნაკრძალი

 

 

მუზეუმ-ნაკრძალის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის შენობა განთავსებულია ქსნის ერისთავთა ყოფილ სასახლეში – XVII ს-ის დასაწყისის ხუროთმოძღვრულ ანსამბლში, რომელიც XIX ს-ში ამპირის სტილით გადააკეთეს. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქსნის ხეობაში აღმოჩენილი წინარე და ადრეანტიკური ხანის არტეფაქტები: საბრძოლო იარაღები, სამკაულები, აგრეთვე ნუმიზმატიკური კოლექცია, XVIII-XIX სს-ის მოჭიქული კერამიკა, XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა.

ვრცლად

 

 

ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალები: კაჟის ქვის ნაკეთობები, საბრძოლო და სამეურნეო ნივთები, რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები, შუბისპირები, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XIX ს-ის საყოფაცხოვრებო ნივთები, წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.

ვრცლად

 

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახლ- მუზეუმი

 

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის (1876-1940 წწ.) მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.

 

ვრცლად